სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში

დასაქმება

კომპანია “iPhone+” აცხადებს კონკურსს სტაჟიორის მისაღებად ფინანსურ დეპარტამენტში.

სტაჟირების პირობები:

შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში, სადაც შეისწავლიან: საბუღალტრო პროგრამებს და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას.

სტაჟირების პერიოდი არ არის ანაზღაურებადი.
ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 34.
გრაფიკი: შეთანხმებით.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება სრული განაკვეთით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია ფინანსებში/ბიზნესის ადმინისტრირებაში/ზუსტ მეცნიერებებში/საინფორმაციო ტექნოლოგიებში)
კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.

კანდიდატები გაივლიან მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად ტესტირებას. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ 3 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით, რომლის წარმატებულად გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება სრული განაკვეთით და გაუფორმდება 1 წლიანი კონტრაქტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV/განაცხადის ფორმა/სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: engineer@iphone.com.ge არაუგვიანეს 2015 წლის 30 იანვრისა და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება (სტაჟირება), წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ტელეფონით ინფორმაცია არ გაიცემა.

“iPhone+” გისურვებთ წარმატებას!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები