სახალხო დამცველის კონკურსი სტუდენტებისთვის – „იძულებით გადაადგილება – დევნილობა საქართველოში“

კონკურსები

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის თავისუფალ თემაზე „იძულებით გადაადგილება – დევნილობა და განვითარება საქართველოში“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

კონკურსზე წარსადგენი თემის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიტყვისა.

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პლანშეტური კომპიუტერებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ ნაშრომის ელექტრონული ვერსია ელ–ფოსტაზე: essay.ombudsman@gmail.com ან ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: თბილისი, რამიშვილის #6, სახალხო დამცველის ოფისი.

მიწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარადგინონ 2015 წლის 25 იანვრამდე.

კონკურსის ორგანიზატორია „იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებულთა საკითხებში საქართველოს სახალხო დამცველის დახმარების პროექტი“, რომელიც დაფინანსებულია გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატისა და ევროსაბჭოს ოფისების მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
ტელ.: +995(32) 2234499; 2913814
ელ–ფოსტა: essay.ombudsman@gmail.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები