დასახელდა „BBC Music Sound Of 2015”- ის გამარჯვებული

ვიდეო

ტელეკომპანია “BBC” ყოველწლიურად ირჩევს მომამავლი წლის ყველაზე პერსპექტიულ მუსიკოსებს. გუშინ ღამე დასახელდა 2015 წლის რეიტინგის გამარჯვებული: ელექტრონული პოპ-ჯგუფი Years & Years.

ჯგუფის წევრებმა გაუკეთეს კომენტარი საკუთარ გამარჯვებას: „ ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია აღვწეროთ ჩვენი სიხარული. ოლი, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი პრაქტიკულად მოკვდა ამ სიახლისგან  :), ეს ყველაფერი იმდენად არარეალურია, რომ ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ამას“.

ჯგუფმა Years & Years მოღვაწეობა დაიწყო ლონდონში 2014 წელს. მათ შარშან აგრეთვე გაიმარჯვეს Sound Of”-ში.

“BBC”-ის  ხმის მიცემაში მონაწილეობდა 140 დიჯეი, მუსიკალური კრიტიკოსი და ბლოგერი. თითოეული მათგანს უნდა დაესახელებინა 3 საუკეთესო მუსიკოსი „ლონგლისტიდან“.

Years & Years ჯგუფის ინტერვიუ გამოქვეყნდა BBC-ის ვებ-გვერდზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები