ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში „საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემა, 2003-2012“.
სალექციო კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორი გიორგი ხიშტოვანი. მონაწილეთათვის გაიცემა IDFI-ს, თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მისამართზე: [email protected].
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 17 იანვარი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
აღნიშნულ მეილზე უნდა გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოკლე სამოტიცავიო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა). გთხოვთ, მეილის სახელწოდებაში მიუთითოთ კურსის სათაური.
სალექციო კურსი გაიმართება 2015 წლის 20, 21, 22 და 23 იანვარს, თსუ-ს მაღლივი კორპუსის 206-ეაუდიტორიაში, 15:00-დან 17:00-საათამდე.
სამუშაო ენა: ქართული.
სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
ლექცია 1: კაპიტალიზმის ვარიაციები პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის ქვეყნებში; სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემები კორნაის მიხედვით
ლექცია 2: 2003-2012 წლების საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემა კორნაის მოდელის მიხედვით (პოლიტიკური სისტემა და იდელოგია, კერძო საკუთრების დომინანტი ფორმა, კოორდინაციის ძირითადი მექანიზმები)
ლექცია 3: 2003-2012 წლების საბაზრო ეკონომის ქართული სისტემა კორნაის მოდელის მიხედვით (კერძო აქტორთა ძირითადი ქცევითი ფენომენები და ეკონომიკის ტიპური ფენომენები); 2003-2012 წლებში საბაზრო ეკონომიკის ქართული სისტემის მოგებული და წაგებული აქტორები
ლექცია 4: Case Study: ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში, 2006-2012; „საქართველო 2020“-ის ძირითადი გამოწვევები 2003-2012 წლებში საბაზრო ეკონომიკის ქართულ სისტემაში არსებული ხარვეზების გათვალისწინებით.