როგორ მივიღოთ სწორი კარიერული გადაწყვეტილება

დასაქმება

წარმატებული კარიერა წარმოადგენს რამდენიმე შემადგენლის იდეალურ კომბინაციას: თქვენი ინტერესების, ფინანსური კეთილდღეობის და სამუშაოთი კმაყოფილების. ის უნდა იყოს პროფესიონალურ მისწრაფებების თახნხვედრი და ზრუნავდეს პირად პრობლემებზე.

შემდეგი ნაბიჯები ნამდვილად დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი კარიერული არჩევანი:

შეადგინეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხვების ჩამონათვალი

განსაზღვრეთ რა გამოძრავებთ და რა არის თქვენთვის ღირებული. საკუთარი პრიორიტეტების გამოსავლენად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

რა გინდათ ცხოვრებისგან? (თქვენი მიზნები, ოცნებები, ღირებულებები)
რა სახის სამსახური იქნებოდა თქვენთვის საუკეთესო (ამოცანები და ვალდებულებები, სამუშაო პირობები)
რა არის კიდევ მნიშვნელოვანი? (ხელფასი, მდებარეობა, ტერიტორიული სიახლოვე ან პირიქით)
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი გრძელვადიანი კარიერა? (მმართველობითი თანამდებობა, საკუთარი ბიზნესი, ფრილანსერობა, სწავლება)

კვლევა ინტერნეტში

კარგად შეისწავლეთ ვებ-გვერდები, სადაც განთავსებულია განცხადებები სამუშაოსთან დაკავშირებით. თქვენ შესაძლებელია წააწყდეთ ისეთ ახალ სფეროებს ან პოზიციებს , რომელზეც აქამდე არც გიფიქრიათ. შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო სამუშაოზე დამქირავებელთა მოთხოვნები, სამუშაო აღწერილობები და სხვა. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ უფრო ზუსტი წარმოდგენა შეიქმნათ იმაზე, თუ რა გინდათ და რა არის თქვენთვის საუკეთესო.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

გაიარეთ პროფესიული უნარ-ჩვევების ტესტი (aptitude test)

ტესტი სასარგებლოა საკუთარი უნარებისა და პიროვნული მისწრაფებების გასარკვევად. ზოგიერთი მათგანი მოგცემთ აგრეთვე პროფესიების ჩამონათვალს, რომელიც შეესაბამება თქვენს უნარებსა და ინტერესებს.

აირჩიეთ მისწრაფებების და მოთხოვნების თქვენსთვის ოპტიმალური კომბინაცია

თქვენ უნდა დაისახოთ მიზანი, რომ იპოვოთ სამუშაო, რომელიც გეყვარებათ, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ფინასურ ასევე ცხოვრებისეულ, ღირებულებით მოთხოვნებს. გააკეთეთ თქვენი აზრით სასურველი სამუშაოების ჩამონათვალი, შემდეგ გვერდზე მიუწეროთ კომენტარი, თუ როგორ დააკმაყოფილებს ის თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებს.

ფინანსური ასპექტი

ფული არ შეიძლება განვიხილოთ ერთადერთ ფაქტორად, თუმცა მან შეიძლება იქონიოს გავლენა თქვენს ცხოვრების სტილზე. ფინანსური მხარე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ამ ერთ ფაქტორზე დაყრდნობით. ინტერესებს და ფინანსურ ასპექტს გააჩნიათ ერთნაირი წონა.

ბაზრის სკანირება

სანამ მიიღებდეთ გადაწყვეტილებას თქვენი კარიერული გეგმების შესახებ მოახდინეთ ბაზრის სკანირება. გაარკვიეთ რა მოთხოვნებია სხვადასხვა პროფესიის, კონკრეტული პროფესიული მიმართულებების მიმართ. სად არის ბაზარი გაჯერებული, რომელი პროფესიაა მოთხოვნადი და აკმაყოფილებს ის თუ არა თქვენს ინტერესებს.
სამსახური დაიკავებს თქვენი ზრდასრული ცხოვრების დიდ ნაწილს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია გააკეთოთ სწორი არჩევანი.
გისურვებთ წარმატებებს!

წყარო: www.eddirect.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები