ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდები კულტურის კვალდაკვალ“, 8,9 და 10 იანვარს აწყობს გერმანულ-ქართულ ახალგაზრდულ კულტურის დღეებს.
პროექტის ფარგლებში გაიმართება გერმანული ფილმის ჩვენება და მოეწყობა მისი გუნდური განხილვა, ლიტერატურული საუბრების ფარგლებში, ლიტერატურის კრიტიკოსი ბატონი ლევან ბრეგაძე ისაუბრებს გერმანულ-ქართულ ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების შესახებ, დასკვნით საღამოს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს, სადაც საშუალება გვექნება უკეთ გავეცნოთ კლასიკურ მუსიკას.
გადადი ბმულზე, შეავსე მოცემული აპლიკაცია და გახდი მონაწილე გერმანულ-ქართული ახალგაზრდული კულტურის დღეების.
ადგილები შეზღუდულია!
პროექტში მონაწილე თითოეულ წევრს გადაეცემა სერტიფიკატი.
გისურვებთ წარმატებებს!