გაეროს მოდელირება თურქეთში სტუდენტებისა და ახალგაზრდებისათვის

გაცვლითი პროგრამები

1-7 მარტს თურქეთში, ანტალიაში პროექტი “გაერთიანებული ერების მოდელირება” გაიმართება.

გაერთიანებული ერების მოდელირების ტრეინინგ-პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, უკეთ გაეცნონ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, მიიღონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და სხვა სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობით, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 380 ევროს.

ღირებულებაში შედის:

– საცხოვრებლის ხარჯები ( 5ვარსკვლავიანი სასტუმრო,http://www.antalyaresorts.com/listingview.php?listingID=141)
– შვედური მაგიდა (საუზმე, სადილი, ვახშამი)
– მგზავრობის ხარჯები (Metro–ს ფირმის ავტობუსით, ორივე გზა)
– კონფერენციაში მონაწილეობა
– კონფერენციისთვის მოსამზადებლად საჭირო მასალები
– სამი წინამოსამზადებელი შეხვედრა
– ლანჩი კონფერენციის დღეებში
– საერთაშორისო სერთიფიკატი

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16–25 წლამდე:

– მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირებს
– ბაკალავრიატის სტუდენტებს
– მაგისტრატურის სტუდენტებს
– დოქტორანტურის სტუდენტებს
– მე-12-11-10 კლასის მოსწავლეებს

პროექტის მონაწილე საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

რეგისტრაციისთვის 2014 წლის 10 იანვრამდე უნდა გააგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: eudiplomats@gmail.com სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და UN Turkey.

დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ევროპელ დიპლომატთა ასოციაციის ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია
ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 76ა
ტელ: +48 534778525 ნიკა ან ზურა 555 76 80 76
ელ–ფოსტა: eudiplomats@gmail.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები