ჩეხეთის რესპუბლიკის კონკურსი – „ეკონომიკის სფეროში ახალი ტალანტები” – სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის

კონკურსები

ჩეხეთის ეკონომიკური კვლევისა და სამაგისტრო განათლების ცენტრი-ეკონომიკის ინსტიტუტი (CERGE-EI) და Nadace CERGE-EI ფონდი იწვევს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალ დამთავრებულებს წარმოადგინონ ნაშრომები „ეკონომიკის სფეროში ახალი ტალანტების’’ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი ტარდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ნებისმიერი სპეციალობის იმ სტუდენტებისა და აგრეთვე ახალ დამთავრებულთათვის (მაქსიმუმ ორი წლის წინ დამთავრებულთათვის), რომლებიც დაინტერესებულები არიან თანამედროვე ეკონომიკის საკითხებით და სურთ, უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეთ იმ ძალებსა და პროცესებზე, რომლებიც “მსოფლიოს ფორმირებას ახდენენ”.

კონკურსი საერთაშორისოა, შედგება ორი ეტაპისაგან; სამუშაო ენაა ინგლისური. კონკურსანტებმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ ნაშრომი და განვრცობილი თეზისები. შერჩეული ფინალისტები მეორე ეტაპზე თავიანთ ნაშრომებს წარადგენენ პრაღაში, ეკონომიკური კვლევისა და სამაგისტრო განათლების ცენტრი-ეკონომიკის ინსტიტუტში.(CERGE-EI).

წარდგენილი ნაშრომების თემატიკა შესაძლებელია ეხებოდეს ეკონომიკის ნებისმიერ დარგს. ნაშრომების შეფასება მოხდება მათი ორიგინალურობის, არსის, ანალიტიკური ხასიათის და სიცხადის მიხედვით.

გამარჯვებულთათვის დაწესებული პრიზი შეადგენს 1, 000 აშშ დოლარს.

ჯილდო ასევე ითვალისწინებს წამყვან ეკონომისტთა საერთაშორისო ქსელთან ხელმისაწვდომობას (რაც გულისხმობს ისეთ ღონისძიებებზე დასწრებას, როგორიცაა გლობალური განვითარების ქსელის კონფერენცია, სახელგანთქმულ გამომსვლელთა შეხვედრების სერია, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა გალა-შეხვედრა).

ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 28 თებერვალი.

ნაშრომები და განვრცობილი თეზისები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: talent@cerge-ei.cz.

დაწვრილებითი ინფორმაცია (კონკურსის პირობების დეტალური აღწერის ჩათვლით) შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.cerge-ei.cz/talent

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები