განაცხადის წარდგების ბოლო ვადა: 2015 წლის 15 მარტი
განკუთვნილია: ევროკავშირის არა-წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის
სტიპენდია: სწავლის გადასახადი, ცხოვრების ხარჯები, ყოველთვიური ფინანასური დახმარება
აღწერილობა:
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ნაციონალური განათლების სამინისტრო რუმინეთის კანონმდებლობის შესაბამისად აცხადებს 85 სტიპენდიას ევროკავშირის არა-წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის რუმინეთში სასწავლად.
სტიპენდია განკუთვნილია სწავლების 3 დონისთვის:
პირველი ციკლი (ბაკალავრიატი): განკუთვნილია უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. მათთვის ვისაც სურს სწავლა გაარგძელოს რუმინეთში. სწავლების მთლიანი ციკლი მოიცავს 3-დან 6 წლამდე პერიოდს და დამოკიდებულია არჩეულ ფაკულტეტზე. სწავლის პროცესი სრულდება ფინალური გამოცდით.
მეორე ციკლი (მაგისტრატურა): განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის. სწავლის ხანგრძლიობა შეადგენს 1,5- 2 წელიწადს და სრულდება დისერტაციის დაცვით.
მესამე ციკლი (დოქტურანტურა):განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის. სწავლის პერიოდი შეადგენს 3-4 წელიწადს, მოთხოვნები სპეციფიურია არჩეულ ფაკულტეტიდან გამომდინარე. სწავლება სრულდება დოქტორის ხარისხის დაცვით.
პრიორიტეტი ეძლევათ კანდიდატებს, რომლებიც ირჩევენ შემდეგ სფეროებს: პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები, განათლება, რუმინეთის კულტურა და ცივილიზაცია, ჟურნალისტიკა, ტექნიკური მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ვეტერინალური მედიცინა, არქიტექტურა, მუსიკა, ხელოვნება.
სწვლება მიმდინარეობს რუმინულ ენაზე. კანდიდატებს ვინც არ ფლობს რუმინულ ენას სთავაზობენ ერთ წლიან ენის მოსამზადებელი კურსების გავლას.
სტიპენდია:
სწავლის საფასური
ცხოვრების ხარჯები
ყოველთვიური ფინანსური დახმარება
65 ევრო თვეში (1 ციკლი)
75 ევრო თვეში (მე-2 ციკლი)
85 ევრო თვეში (მე-3 ციკლი)
განაცხადის წარდგენა:
სტიპენდიის შესახებ საჭირო ინფორმაციის მისაღებად (პირობები, მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რეგისტრაციის კალენდარი) და განაცხადის წარსადგენად კანდიდატებმა უნდა მიმართონ რუმინეთის დიპლომატიურ მისიებს საკუთარ ქვეყნაში ან მისი ქვეყნის აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიას ბუქარესტში.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადას ადგენენ თავად მისიები. კანდიდატს რეგისტრაციის კალენდრისთვის შეუძლია მიმართოს დიპლომატიურ მისიებს 2014 წლის 3 დეკემბრიდან. ბუქარესტში აკრედიტირებულმა დიპლომატიური მისიის მიერ განაცხადის ფაილის გადაგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2015 წლის 15 მარტისა.
დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე