სტუდენტი სახელად ლორენცო

ინტერვიუ

ამ სტატიაში არ ვისაუბრებ მაღალფარდოვანი სიტყვებით დიადი ხელოვნების შესახებ, არც მსოფლიო მასშტაბის პრობლემებსა თუ სასიკეთო მოვლენების ანალიზით შეგაწყენთ თავს, უბრალოდ ერთ ჩვეულებრივად უჩვეულო ადამიანს წარმოგიდგენთ, რომელმაც აბიტურიენტობის ჟამს მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო; მაშინ , როცა ხალხი თბილისში ჩამოდის სასწავლებლად , ის თბილისიდან რაიონში გაემგზავრა. მან შეგნებულად გადაწყვიტა ასე შორს საცხოვრებლად წასვლა, კერძოდ ქალაქ ახალციხეში. ინტერესსაც სწორედ ამით იწვევს ჩვენში.

ლორენცო (ასე ეძახიან მეგობრები) ნამდვილი სახელი კი ავთანდილია. ხელოვნებით დაინტერესებული 18წლის სტუდენტი , რომელიც აღმავალი ხელოვნების გზაზე მდგარი თბილისიდან ახალციხეში იწყებს მოღვაწეობას. იქ , სადაც ხელოვნების სივრცე მხოლოდ თეატრია , რომელიც არც ისე ხშირად ფუნქციონირებს.

როგორც თვითონ ამბობს, ქვეყნის მასშტაბით ახალციხე ყველაზე უფრო კინემატოგრაფული ქალაქია. დიახ , თქვენიც მესმის, ჩვენი თაობისთვის ცოტა რთული აღსაქმელია, სად გადასაღები მოედანი და სად კარტოფილის ყანები; არც გასაოცარი პეიზაჟებია უნდა იყოს ახალციხეში, ხრიოკი გორები უფრო ხშირად გვხვდება თვალში, მაგრამ თვითონ კი დარწმუნებულია და იცის, რომ მისი კინოსთვის, ახალციხის ნაცრისფერი, გარეუბნები შეუდარებელი ადგილია.

“თსუს”, “ილიაუნის”, “თეატრალურს” და სხვებს “სჯსუ”, ანუ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არჩია. წინაპართაგან წავიდა ყველა, თვითონ კი თავის მამა-პაპის მიწაზე დაბრუნდა და თავს სრულიად ბედნიერად გრძნობს. უნივერსიტეტში მისვლისთანავე გახსნა კინოკლუბი, ფილმებს თვითნებურად არჩევს, ფილმების განხილვასაც თვითონ უძღვება.

პირველ რესპონდენტად მისი ლექტორი , ქალბატონი ნანა ტალახაძე (ახალციხის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
“თსუ”-ს სოციალურ და და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)ავირჩიე, რომელმაც ლორენცო ასე დაგვიხასიათა:

ახალციხეში არიან საინტერესო ახალგაზრდები, მაგრამ თვითგამოხატვა უჭირთ, ავთომ ეს მოახერხა და კონკრეტული იდეების განხორციელება დაიწყო. ერთხელ მის კინოკლუბში ფილმის განხილვას დავესწარი, მე თვითონაც გაოცებული დავრჩი, იმდენად სწორად მიუდგა ფილმში არსებულ პრობლემას. ახალ თაობას ბევრი სიახლის მიღება უწევს, რაც სულაც არ არის მარტივი პროცესი. ეს ახალგაზრდა ძალიან თანამედროვედ აზროვნებს, მას შესწევს იმის უნარი, რომ სიახლეები სწორად მიაწოდოს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მძიმედ იღებენ თანამედროვე მოვლენებს. თავიდან მას სკეპტიკურად ვუყურებდი, 21 წელია აქ ვასწავლი და არ მეგონა თუ ასე მოკლე ხანში მოახერხებდა ამ იდეების განხორციელებას. მან სერიოზული საფუძველი შექმნა რაიონში იმის, რომ თანამედროვე სტუდენტური ცხოვრება ჩამოყალიბდეს. თუმცა ხელის შეწყობა მაინც საჭიროა. რეგიონებში კულტურული ცხოვრება არ არის აქტიური, ერთი თეატრია და იქაც არ დადიან. ახალგაზრდობასაც არ აქვს სურვილი, რომ რამე შეცვალოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ავთანდილს თავის თანამოაზრეებთან ერთად, დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ახლა უკვე ადამიანებს გაუჩნდათ მიზანსწრაფვა, გამოჩნდნენ ადამიანები ვისაც ხელოვნება უყვარს, მომავალში ლიტ. კლუბის შექმნასაც აპირებენ. მან გამოაცოცხლა სიტუაცია. აამოძრავა ახალგაზრდები და ინტერესი გაუჩინა ხალხს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონისთვის. საერთოდ სამოქალაქო ცნობიერების დიდი პრობლემა დგას, ავთო კი უკვე ქმნის იმ ალტერნატიულ სივრცეს, სადაც ახალი თაობები უფრო მეტად თავისუფლები და დამოუკიდებლები იქნებიან.”

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

შემდეგი რესპოდენტები მისი თანაკურსელები აღმოჩდნენ , ნანუკა მიქელაძე (სტუდენტი):

სწავლის პროცესი, რომ დაიწყო ყველა მასზე ლაპარაკობდა, ცოტახანში კინოკლუბი გახსნა, რომ მივედი ძალიან სასიამოვნო გარემო დამხვდა, “Loudspeakers” – ის მსმენელი ვარ და ძალიან სასიამოვნო იყო “Open Air 2010” – ის ლაივის მოსმენა. ერთხელ მუსიკაზე ვსაუბრობდით და მკითხა; ირაკლი ჩარკვიანი იცი ვინააო? ამით ძალიან გამაბრაზა, შეურაცხმყოფელიც კია ასეთი შეკითხვა, მაგრამ აქ არავინ ლაპარაკობს მუსიკის ამ ალტერნატიულ ვარიანტებზე. ტაბუირებული ფილმების დიდ ეკრანზე ნახვა და შემდეგ განხილვა უპრეცენდენტო მოვლენაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის. შიშველი სცენების გამო შეიძლება ვინმეს აეკრძალა ჩვენთვის, მაგრამ იმდენად საინტერესო განხილვები გვაქვს, რომ მარტო სიშიშვლით არ ჩანს ფილმი და წინა პლანზე ყოველთვის ის სოციალური თუ სხვა პრობლემები ჩანს, რაც პრინციპში ფილმის მთავარი არსია...”

თიკო ინასარიძე (სტუდენტი):

ჩვენ უნივერსიტეტში იშვიათია ადამიანი ვინც თავის სათქმელს ხმამაღლა ამბობს, ავთოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენთან, ლექტორებთან, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მწყრალადაა. ეს იმიტომ, რომ რამდენჯერმე შეხვედრაზე მწარედ გააკრიტიკა, სამხარეო პოლიციის უფროსს შეხვედრაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოსთხოვა, ისიც უთხრა; “ადამიანებს მარტო იმიტომ იჭერთ, რომ კარგ ხასიათზე უნდათ ყოფნაო”.

ბოლოს კი ლორენცოს ჯერიც დადგა:

Untitled_2_main

‘’თავიდან ეზიზღები , შემდეგ გისმენენ ბოლოს კი გაღიარებენ , როგორც ბუდას’’ ზიზღნარევი შეშინებული მზერით გიყურებენ, მაგრამ შემდეგ როცა ურთიერთობაში მოგყვებიან აღარ აქვთ განცდა, რომ შენი გრძელი თმა ან განსხვავებული რელიგიურ-პოლიტიკური ხედვა მათთვის საზიანოა. პრინციპში ქვეყანაშიც ასეა, განსხვავებულის დანახვაზე მასები გაურკვეველ მოძრაობას იწყებენ . “

რამდენად სწორად იღებენ შენი სახით ახალ ხილს?

ერთხელ ერთმა სტუდენტმა “peace” – ის სიმბოლოზე მითხრა, მაგას ნუ ხატავ “ანტიქრისტიანულიაო”. საწყენი იყო, თუმცა აქ მარტო ის კი არ ჩანს, რომ მან უბრალოდ მისი მნიშვნელობა არ იცის; ნათლად იკვეთება პროცესი , რომელიც ხალხს სტერეოტიპებით სავსე კარებებს უხსნის . ფაქტიურად მუშაობენ ჩვენი თაობის ზომბირებისთვის. (სხვათაშორის ეს სიმბოლო ახლა უკვე ბევრგან შეგხვდებათ უნივერსიტეტის კედლებზე).

როგორც ჩანს ჩვენი თაობა ძალიან ინერტულია, თუმცა ეს პრობლემა თბილისშიცაა. ვიცი რა ფილმების ჩვენებაც ხდება კინოკლუბში, საკვირველია ან როგორ გაძლევენ ამ ფილმების ჩვენების უფლებას, ან სტუდენტები რას ამბობენ განხილვისას ისეთს, რომ შენთვისაც საინტერესოა?

მესმის, მაგრამ მთავარია თავი ამ ხალხის ადგილზე წარმოიდგინო. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საინტერესო ადამიანები არ არსებობდნენ ჩვენს მხარეში, მაგრამ მეორე, მესამე ჩვენების შემდეგ ისე მასშტაბურად განიხილავდნენ ფილმებს, (მაგ. “american beauty”, “dead poets society”, “a clockwork orange”, “funny games”, “brokeback mountain”…) რომ მეც ბევრ სიახლეს ვამჩნევდი. ჩვენ ახლა კინოკლუბში ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, სხვა ადამიანებიც იწყებენ აქტიურობას მთლიანობაში მშვენიერი ქალაქი გვექნება. თბილისშიც მნიშვნელოვანი ძვრები იყო დამოუკიდებლობის პირველ წლებში. ლადო ბურდულს რომ “ფაბრიკა” არ შეექმნა, კოტეს და ირაკლის “რეაქტიული კლუბის” გარეშე, ახლა გაცილებით უკან იქნებოდა ქართული თანამედროვე კულტურა. მართალია ცოტა გვიან, მაგრამ მაინც საინტერესო პროცესები მიდის ჩვენ ქალაქში”

meqanikuri fortoxali

jinsebis taobaიკვეთება, რომ რაღაც ძვრებს აქვს ადგილი და ეს შენი დამსახურებაა, ალბათ ამიტომაც ჩამოხვედი ამ ქალაქში?

“რა ძვრები? კინოკლუბი პირველ რიგში ჩემი სიამოვნებისთვის გავხსენი, ფილმის დიდ ეკრანზე ყურება მინდოდა (იცინის), თუმცა იმას ვამბობ, რომ თუ ვინმეს რამე მოუტანა კინოკლუბმა, დააფიქრა გააკვირვა ან უბრალოდ გაამხიარულა, ეგ თავისთავად მოხდა. რეალურად კინოკლუბს მხოლოდ იდეა ჭირდება, პროექტორი და დინამიკები თითქმის ყველა სკოლას აქვს და თუ არ აქვს უნდა ჰქონდეთ, განათლების დონის გაძლიერებას რაღაც აქციებით და გაურკვეველი მეთოდებით “ებრძვიან” ჩვენი მთავრობები.

მოეწყოს ფილმის ჩვენებები სკოლებში, განხილვები სოციალურ თემებზე და ნახავთ რამხელა შედეგი გვექნება. მინდა რომ ქვეყანა ასე მკაფიოდ ცენტრალიზებული არ იყოს, რაიონებს მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს, ძალიან კარგი თაობა მოდის კონკრეტულად ამ ქალაქში და ყურადღება სჭირდებათ. ბევრ აქტივობებს ვგეგმავთ, მშვენივრად ვგრძნობ თავს ამ ქალაქში, ალბათ გარკვეულწილად იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ “ფესვები” აქედან მომდის. ჩვენს რაიონს დიდი პოტენციალი აქვს. სიმართლე გითხრათ მიყვარს ეს ქალაქი, განსაკუთრებით კი ჩემი სახლი ტყის ძირში, ქალაქის მახლობლად… ”

ყოველივე ზემოთხსენებული ნათელი მაგალითია იმის თუ რამდენი რამ შეგვიძლია ჩვენ , ჯერ კიდევ დამწყებ სტუდენტებს. ახალი თაობა თავისთავად ქმნის მომავალ კულტურას , ამგვარად კი ადამიანი ყველგან შეიძლება იყოს ბედნიერი, მთავარია იცოდეს თუ რისი გაკეთება სურს. ჩემი თემის მთავარი გმირი ლორენცო , უბრალოდ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მათ შორის ვინც სტუდენტურ ხმას მთელი ძალებით აძლიერებს.

ავტორი: ნუკა იოსელიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები