ნატალია კუციას პერსონალური გამოფენა თსუ-ს მუზეუმში

ივენთი

22 – 23 დეკემბერს თსუ-ს I კორპუსის მუზეუმში “კავკასიური ლიგის” ინიციატივით გაიმართება ნატალია კუციას პერსონალური გამოფენა “ქალური საწყისი”, სადაც წარმოდგენილი იქნება 30-მდე ფერწერული ნამუშევარი.

ღონისძიება ეძღვნება ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტს. გამოფენის მიზანია დაანახოს საზოგადოებას ქალის ესთეტიური მხარე, სულიერი მდგომარეობა. ქალი არა მოკლული ან/და ძალადობის მსხვერპლი, არამედ დაცული უნდა იყოს საყვარელი ადამიანის მიერ.

გამოფენა “ქალური საწყისი” გაიხსნება 22 დეკემბერს 12:00 საათზე და გაგრძელდება 23 დეკემბრის 18:00 საათამდე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები