FLEX Program-ში მონაწილე ქართველი სტუდენტებისათვის ადგილები 33%-ით გაიზრდება

გაცვლითი პროგრამები

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ყველაზე პოპულარულ გაცვლით პროგრამაში, FLEX Program მონაწილე ქართველი სტუდენტებისათვის განკუთვნილი ადგილები 33%-ით გაიზრდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

დაინტერესებულ სტუდენტებს პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამ ბმულზე. 

 

 

წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები