2015 წლის 27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ბერლინში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ფორუმი ჩატარდება.
ფორუმში, სახელწოდებით „ახალგაზრდების სოციალური ჩართულობა“, მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს წარმომადგენლებსაც ექნებათ.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქტივობები ინგლისურ ენაზე ჩატარდება და 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი.
მსურველებმა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინონ: CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ ძაგანია-ბარამიძეს:
განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 2014 წლის 24 დეკემბერი.
Iris Group Managing Diversity _ www.irisgroup.org.ge
Start Stiftung _ www.start-stiftung.de
Balknas Let’s get up! _ www.balkansletsgetup.org