საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები მაგისტრატურისათვის

გაცვლითი პროგრამები

იხილეთ ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიების შესახებ დოქტურანტურისთვის

თუ:

  • ხართ დაინტერესებული სასწავლო სტიპენდიის მოპოვებით
  • ხართ ბაკალავრის დიპლომის მფლობელი, ან იმყოფებით ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე
  • ხართ 30 წლამდე ასაკის
  • ფლობთ ფრანგულ ენას

შემოიტანეთ თქვენი კანდიდატურა:

1. ჩამოტვირთეთ და შეავსეთ კანდიდატის დოსიე

2. დოსიეს თან დაურთეთ შემდეგი საბუთები:

ფრანგულ ენაზე შედგენილი მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ ერთი გვერდი)
CV ფრანგულად (მაქსიმუმ ერთი გვერდი)

შემდეგი საბუთების ასლები, რომლებსაც თან დაურთავთ ფრანგულ ენაზე შესრულებულ თარგმანებს:

– უნივერსიტეტის დიპლომი თანდართული ნიშნების ამონაწერით ( თუ დიპლომი უკვე გაქვთ);
– თუ ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ხართ : ნიშნების ამონაწერი პირველი კურსიდან ბოლო კურსის ჩათვლით;
ყველა ის საბუთი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევთ (ენის სერტიფიკატი, დიპლომი, გამოქვეყნებული სტატია, სარეკომენდაციო წერილი…)

სრული დოსიე (კანდიდატის შევსებული დოსიე + დართული საბუთები) უნდა შემოიტანოთ არაუგვიანეს პარასკევის, 2015 წლის 26 იანვრისა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში
შემდეგ მისამართზე: 0102 თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 75

მიღების საათები: 10–დან 19 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ კოლა კაბრიელს ([email protected]) ან ანა ლოლუას ([email protected])

ყურადღება! საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საახალწლოდ დაიხურება 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები