პოპ-არტი

საინტერესო ფაქტები

რა არის პოპ-არტი? – ეს არის უახლესი მიმდინარეობა ხელოვნებაში, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში და განვითარება ჰპოვა ა.შ.შ.-ში.

პოპ -არტი (pop-art; popular art) სიტყვა-სიტყვით არის პოპულარული ხელოვნება, შეიძლება განვმარტოთ ასეც: ცნობილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები ხელოვნება. მის საფუძველშიც სწორედ გასაგებითბობაა მთავარი პრინციპი. მიმდინარეობსითვის დამახასიათებელი მასკულტურის ელემნეტების გამოყენება.merilin

Art-ისტების აზრით, რაც უფრო მეტად დაემსგავსებოდა ყოფითი მოხმარების საგნები მხატვრული ნამუშევრებს , მით უფრო გასაგები იქნებოდა ხელოვნება მასისთვის. სხვათშორის ეს ტენდენცია პოპ-არტმა დადისზმისგან აიღო, ვინც იცის დადიზმი, შეიძლება ჩათვალოს რომ პოპ-არტი დადაისზმის გადამღერებაა(დადაიზმიც ავანგარდული მიმდინარეობაა, ოღონდ იგი პოპ-არტისგან განხვავებთ აპორტესტებს და უარყოფს ესთეტიკურ, პოლიტიკურ, არტისტულ თუ იდეოლოგიურ პირობითობებს და არა მარტო მხატვრობაში არამედ მუსიკასა და ლიტერატურაშიც)

პოპ-არტი დიდ ბრიტანეთში კი წარმოიშვა მაგრამ განვითარება და ის პოპულარულობა რაც დღეს გააჩნია ამერიკაში მიიღო, რომელიც ენდი უორჰოლის (Andy Warhol) დამსახურებაა (ნამდვილი სახელი და გვარი ანდეკ ვარჰოლაა). იგი სლოვაკური წარმოშობის იყო და ოჯახიც ძალიან ღარიბი იყო და აშშ-ში ქალაქ პიტსბურგში დასახლდნენ. სწორედ აქედნ იწყებ პოპ-არტის მეფის ისტორია. 688bc8c4e6defd342fc1038c74ab8dfb

ენდი უორჰოლის ბიოგრაფია ძალიან საინტერესო და ამსათანავე დიდია: იგი იყო მხატვარი, ავანგარდისტი, კინოხელოვანი, მწერალი, მუსიკალური პროდიუსერი და გამომცემელი, ამერული პოპ-არტის მამა, დედა, ბიძა, ბიძაშვილი 🙂 უნიჭიერესი ადამიანი რომლმაც მთელ მსოფლიოს დააჯერარომ რასა ის აკეთებდას იყო ნამდვილი ხელოვნება(შეიძლება იყო კიდეც).

მაგალითისთვის სწორედ მისი დამსახურებაა კოკა-კოლას ეტიკეტის დიზაინი, რითაც ძალიან მალე გახდა ცნობილი . მერლინ მონროს ცნობილი პოპ-არტისტული ფოტო, ელიზაბეტ ტეილორის და ა.შ. ამით იგი ცნობილი ილუსტრატორი გახდა.

ენდი უორჰოლი არა მარტო ფოტოებს იღებდა თავის სტუდიაში, არამედ ექსპერიმენტულ ფილმებსაც, რამდენიმე მათგანი პორნოგრაფიულიცა. მან გამოუშვა თავისი ჟურნალიც 1970 წელს სახელად ‘“Interview „ ხოლო 1975 წელს გამოუშვა წიგნი: „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ მის გარშემო ყოველთვის ჩქეფდა ცხოვრება და ყოველთვის ყველაფერს კარნავალად აქცევდა, თუმცა, გავიდა დრო და თქვა: „დაიბადო, იგივეა, მოგიტაცონ და მერე მონად გაგყიდონ”. იგი 1987 წელს 22 თებერვალს გარდაიცვალა, ნაღვლის ბუსტის ოპერაციის გართულების შედეგად.

მეორე პოპ-არტისტი, რომელიც არანაკლები შემოქმედედებითობით და ნიჭით გამოირჩევა რობერტ რაუშენბერგია. ისიც ამერიკული პოპ-არტის წარმომადგენელია. პირველი გამოფენა მოაწყო 1951 წელს, ბეტი ჰარსონსის გალერეაში. სადაც თეთრად შეღებილი ტილოები ე.წ. „თეთრი სურათები“ მოიტანა. ამ პერიოდში ა.შ.შ–ში აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი იყო გაბატონებული, ამ მიმდინარეობის გამორჩეული ოსტატების: ჯექსონ პოლოკის და სხვათა იდეალები ამაღლებული უნივერსალობის იერს ატარებდა.

rrc_09rrc_13ამგვარ პირობებში, რაუშებნერგის მხოლოდ თეთრი საღებავით დაფარული ტილოების დემონსრირება პუბლიკის აღშფოთებას თუ არა, გულგრილობას მაინც იწვევდა. მოგვიანებით გამოცნდა მისი სურათი „შლინი: სადან ჩანდა ე.წ. კომბინირებული ფერწერის კოლაჟური დეტალები გვხვდება და სწორედ ამ დროიდან გვევლინება რუშენბერგი პოპ-არტის წარმომადგენლად. 50-იანების მერე ყალიბდება რუსენბერგის სტილი, იგი თავისუფალ მონასმებს აკეტებს ნახატში, ფარავს გარემოს და ამისთვის იყენებდა ბევრ საღებას რაც ჩამონათვენთებს ტოვებდა ნახატზე. მის ნახატებს კომბინირებულ ფერწერასაც უწოდებენ, იგი რეალობის იმიტაციას ქმნიდა…კინეტიკურ გარემოს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

ერთხელ რაუშენბერგს უთქვამს: “თუკი სურათის ნახვის შემდეგ, ადამიანი, თუნდაც რამეში არ შეიცვლის საკუთარ აზრს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ან ჯიუტი სულელია, ან სურათი არ ვარგა.”

13z789j

ავტორი: ანი მარტიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები