ვაკანსია დიზაინერის პოზიციაზე

დასაქმება

“eMoney” აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე. “eMoney” არის მულტისავალუტო ელექტრონული საფულე, რომელსაც იყენებს 750,000 ფიზიკური და იურიდიული პირი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. eMoney-ს საფულე თავის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მარტივად, კომფორტულად და რაც მთავარია ზედმეტი დანახარჯების გარეშე იშოპინგონ ინტერნეტში და გადაიხადონ სხვადასხვა პროვაიდერების გადასახადები eMoney-ს ვებ გვერდის მეშვეობით.

“eMoney” აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

შერჩეულ კანდიდატის ძირითად მოვალეობები იქნება:

ორგანიზაციის საქმიანობის და მისი პროდუქტების შესახებ გრაფიკული მასალების დამზადება, სოციალური ქსელში, ვებ-გვერდზე და მიზნობრივ წერილებში განსათავსებლად
კომპანიის შედეგებზე, ზოგად მონაცემებზე და სტატისტიკაზე დაყრდნობით სპეციალური ინფოგრაფიკების დამზადება
სარეკლამო მასალის დამზადება, პროდუქტების აღწერილობის შექმნა და მათი გრაფიკული ვიზუალიზაცია
საბეჭდი სარეკლამო მასალებისთვის დიზაინის შექმნა
ვებ-კონტენტის და ელექტრონული არხებისთვის დიზაინის შექმნა (ვებ გვერდის ელემენტები, სტატიკური/ანიმირებული ბანერები და სხვა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის დიპლომი დიზაინის/მარკეტინგის განხრით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
ინგლისური და რუსული (სასურველია) ენის ცოდნა
სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან დიზაინის სფეროში
Adobe Photoshop და Illustrator-ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა

პიროვნული თვისებები:

ორგანიზებულობა
მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა
კრეატიულობა
ხატვისა და წერის უნარი
თვითგანვითარების სურვილი
კომუნიკაბელურობა
დროის მართვის უნარი

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: Info@eMoney.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები