მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 8 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
თანამდებობა : გაყიდვების აგენტი
ადგილმდებარეობა : თბილისი და რეგიონები (რუსთავი, გურჯაანი)
ფუნქცია–მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
- დაინტერესებული პირებისათვის სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
- გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
- აქტიური, ენერგიული;
- თავაზიანი და კომუნიკაბელური;
- გაყიდვის უნარი;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, “subject”-ის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია და რეგიონი.