სტაჟირება საკრედიტო განყოფილებაში

დასაქმება

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” აცხადებს სტაჟიორების მიღებას საკრედიტო განყოფილებაში.

ძირითადი მოვალეობები:

ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
კლიენტის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
დაკრედიტების ექსპერტთან ერთად საკრედიტო საქმიანობის წარმართვა;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის წოდება მათემატიკის, ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი რეზიუმე/CV არ იყოს განხილული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები