სალიზინგო კომპანია „ სითი“ აცხადებს დასაქმებას მეოთხე კურსელი სტუდენტებისა და ახალკურსდამთავრებულთათვის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო გამოცდილება: არა სავალდებულო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მეოთხე კურსის სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული;
- ასაკი: 20 დან 25 წლამდე;
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებლებთან პირველადი გასაუბრება, პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
- სხვა დავალებები;
უნარები:
- ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება,
- ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალურობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის პრინციპი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- სხარტი აზროვნების უნარი.
- კონფლიქტური სიტუაციის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 240 (ორას ორმოცი) ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:[email protected]