ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ELECTRA აცხადებს კონკურსს ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
II სამიზნე ჯგუფი:
– მაგისტრანტებს;
– დოქტორანტებს;
– აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.
III სამიზნე ჯგუფი (იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე აპლიკანტები):
– ბაკალავრებს;
– დოქტორანტებს;
– პოსტ-დოქტორანტებს.
მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. ოლდენბურგის უნივერსიტეტი, გერმანია – კოორდინატორი
2. ოულუს უნივერსიტეტი, ფინეთი
3. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
4. ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
5. კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
6. ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
7. მინოს უნივერსიტეტი, პორტუგალია
8. ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
ბაკალავრი – 1000 ევრო
მაგისტრანტი – 1000 ევრო
დოქტორანტი – 1500 ევრო
პოსტ – დოქტორანტი – 1800 ევრო
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი – 2500 ევრო
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
– მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული
ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მესამე სამიზნე ჯგუფზე (TG3));
– სტუდენტებს, რომლებსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში შეჩერებული აქვთ
აკადემიური სტატუსი;
– პირველი და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებს;
– ვისაც უკვე მიღებული აქვს ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 2015 წლის 2 თებერვალი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:
მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 105
ტელეფონი: 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: [email protected]