განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 10 ინავარი
განკუთვნილია: სტუდენტებისთვის ვისაც სურთ მაგისტრის ხარისხის მიღება ჟურნალისტიკაში
სტიპენდია: A კატეგორია – 48,000.00 ევრო- ევროკავშირის არა-წევრი ქვეყნები. B კატეგორია- 23,000.00 ევრო – სტუდენტები, რომელებიც არ აკმაყოფილებენ A კატეგორიის მოთხოვნებს.
აღწერა
Erasmus Mundus ჟურნალისტიკის, მედიისა და გლობალიზაციის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტებს .
პირველ აკადემიურ წელს სტუდენტები ისწავლიან Aarhus University-ში ქალაქ დენმარკში, ხოლო მეორე წელს სხვა ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტში: : University of Amsterdam, City University London, University of Hamburg ან Swansea University.
სტუდენტს ეძლევა საშუალება პირველი წლის მეორე სემესტრი ისწავლოს არა-ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტში. ესენია: University of California at Berkeley, University of Technology Sydney და Pontificia Universidad Catolica de Chile.
სტიპენდია
The Mundus Journalism Consortium-ის სტიპენდია ლიმიტირებულია. სტიპენდია დაყოფილია ორ ნაწილად: A კატეგორიის სტიპენდია შეადგენს 48,000 ევრო ($60,206) და ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებიდან. B კატეგორიის სიპენდია შეადგენს 23,000 ევრო ($28,849) და ხელმისაწვდომია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც არ პასუხობენ A კატეგორიის მოთხოვნებს.
სწავლის საფასური:
2015-17 წლის ორწლიანი კურსის სავარაუდო ღირებულება შეადგენს:
8000 ევროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმოამადგენლებისთვის
16000 ევროს იმ ქვეყნის წარმოამდგენლებისთვის, რომლებიც არ შედიან ევროკავშირის შემადგენლობაში.
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 10 იანვარი
სააპლიკაციო ფორმა ევროკავშიროს წევრი ქვეყნებისთვის
სააპლიკაციო ფორმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის
შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ “ხშირად დასმული კითხვების” განყოფილებას ან მიწერეთ: Bettina Andersen : [email protected]
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე