სწორი კვების ,,ოქროს წესები’’ სტუდენტებს ექიმი-ენდოკრინოლოგისგან

სასარგებლო რჩევები

სტუდენტობა კოლოკვიუმებთან, ტესტებსა და გამოცდებთან ასოცირდება.  ამ დროს ადამიანები ნამდვილი ცხოვრების ასპარეზზე გადიან, დასახული მიზნის განხორციელება კი კიდევ უფრო რთული ხდება. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სწორად კვებას  დიდი მნიშნვნელობა ენიჭება.

თუ სტუდენტურ ცხოვრებას თვალს გადავავლებთ და მხოლოდ რამდენიმე ისტორიას მოვისმენთ, ცხადი გახდება, ახლაგაზრდების კვება იმდენად ინსტინქტურია, რომ ისინი არც კი ფიქრობენ, რას, როდის ან რა რაოდენობით ჭამენ, რამდენად საზიანო/სასარგებლოა ეს ყველაფერი მათთვის.

როგორ უნდა გაანაწილონ სტუდენტებმა კვების რაციონი?– ამ საკითხთან მიმართებით მათ  ექიმი-ენდოკრინოლოგი ეკა უჩანეიშვილი რჩევებს აძლევს.

სწორად კვების უპირველესი პირობა დილით საუზმობაა. საუზმე კი მდიდარი უნდა იყოს ცილოვანი პროდუქტებით.  სასურველია, ნახშირწყლების მიღება ბოსტნეულის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ გონებრივი სამუშაო დიდი რაოდენობით ვიტამინების მიღებას საჭიროებს, ხილი დილის კვების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ზოგადად, ენდოკრინოლოგებისა და დიეტოლოგების მთავარი რჩევა ასე ჟღერს- ,,მარავლჯერადი კვება ორანიზმისათვის ძალიან სასარგებლოა.’ეკა უჩანეიშვილის თქმით, ახალგაზრდებმა უარი არც ლანჩზე(ე.წ მეორე საუზმეზე) უნდა თქვან.

სტუდენტების გამოკითხვისას კი სხვაგვარი ტენდენცია იკვეთება. მათი უმეტესობა, ძირითადად, საღამოს ლექციების შემდეგ, სახლში მისვლისას იკვებება და დიდი რაოდენობით საკვებს იღებს 🙁

 ნინო ჩუბინიძე(სტუდენტი): “ძალიან ცუდი განრიგი მაქვს. დილით საუზმობას ხშირად ვერ ვახერხებ, სახლში მისვლისას კი ისე მშია ხოლმე, გაუცნობიეებლად ძალიან ბევრს ვჭამ. ამ რეჟიმის გამო, ბოლო დროს კუჭის ტკივილი დამეწყო”

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სტუდენტებთან მიმართებით იკვეთება, ე.წ Fast Food-ის საკვების ხშირად მიღებას გულისხმობს. თუ სასწავლებლებში არსებულ მდგომარეობას გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ ბევრ უნივერსიტეტს არ აქვს მოწესრიგებული კვების ობიექტები. შესაბამისად, სტუდენტები, ძირითადად, ქუჩაში არსებულ სწრაფი კვების ობიექტებში იკვებებიან. ენდოკრინოლოგის თქმით, ამას ბევრი პრობლემის, მათ შორის, სიმსუქნის გამოწვევა შეუძლია. სტუდენტ გოგონებს შორის კი კარგ ფიგურაზე ზრუნვა ძალიან აქტუალური თემაა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

გამოსავალი ამ სიტუაციასაც აქვს. სავსებით შესაძლებელია სახლიდან პატარა კონტეინერით  საკვების წაღება და, ამ გზით, ზემოაღნიშნულ ,,ტრადიციაზე’’ უარის თქმა. მშრალ საკვებს ორგანიზმისათვის, სარგებლის მოატანა არ შეუძლია.  ეკა უჩანეიშვილის თქმით, წვნიანი კერძები  კვების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორი კვების დროს წყლის დიდი რაოდენობით (დაახლოებით, 6 ჭიქა დღეში) მიღება ძალიან საჭიროა. სტუდენტებმა  უარი უდნა თქვან მათი საყვარელი გაზიანის სასმელების ხშირად დალევაზე და, კვების რაციონის მთავარ ნაწილად არ აქციონ ისინი.

ექიმის ძირითადი რჩევები გრაფიკულად ასე გამოიყურება:
Untitled

 

 

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები