საიდუმლო დეტალებშია 😉
სტაჟირების დროს, თქვენ ალბათ ცდილობთ, რომ დავალებულ სამუშაოში შეცდომები არ დაშუვათ, თავი გაართვათ, რათა არ დაკარგოთ შემდგომი დასაქმების შანსი. თუმცა გარდა საქმიანობისა, არის რიგი დეტალები, რომელთაც შესაძლოა, ყურადღება სულ არ მიაქციოთ, ან არ იცოდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენ გაგიმხელთ იმ 10 ქმედებას, რომელიც სტაჟირებისას არ უნდა გააკეთოთ.
შეცდომა #1: შეუფერებელ სტაჟირებაზე თანხმობა
სტაჟირების ვარიანტების განხილვისას გაცილებით მეტი ყურადღება სამუშაოს აღწერილობას უნდა მიაქციოთ და ნაკლებად – კომპანიის სახელს. კარგი სტაჟირება ისაა, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. შესაბამისად, კარგად გაანალიზეთ და ისე გადაწყვიტეთ. ნაკლებად ცნობილ კომპანიაში რეალური სამუშაო დავალების შესრულება გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე პოპულარულ კომპანიაში ყავის ტარება.
შეცდომა #2: აგდებული დამოკიდებულება უსიამოვნო რუტინული დავალებების მიმართ
ზემოაღნიშნულიდან ნუ გამოიტანთ იმ მცდარ დასკვნას, რომ კარგად შერჩეული სტაჟირების შემთხევაშიც არ მოგიწევთ ყავის მიტანა, ან ფაილების აქეთ-იქით ტარება. ადმინისტრაციული და ოპერატიული საქმიანობა ყველა თანამშომელის სამუშაოს ნაწილია, ზედა მენეჯერული რგოლით დაწყებული, სტაჟიორით დამთავრებული. დამოკიდებულბა, რომელსაც დავალებების მიმართ გამოხატავთ, თქვენი უშუალო მენეჯერის ყურადღების მიღმა არ რჩება და თქვენს პროფესიონალიზმზე წარმოდგენა ექმნება.
შეცდომა #3: შეუფერებელი გარდერობი (Dress Code)
ჩააბარეთ წარსულს ის დღეები,როცა თავისუფალი პიჟამოებითა და ფლოსტებით შეგეძლოთ სიარული. ოფიციალურად ჩაცმა ძალიან მნიშვნელოვანია უმეტეს ორგანიზაციებში. აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს მენეჯერს, ან ვინმეს ადამიანური რესურსების გაყოფილებიდან, თუ რას მოიცავს თქვენი ორგანიზაციის დრესკოდი. შემდეგ კი ეცადეთ, დაიცვათ ის.
შეცდომა #4: დროის ცუდი მართვა
უხშირესად არ მოგიწევთ მხოლოდ ერთი საქმის კეთება მთელი დღე. როგორც წესი, მრავალ სხვადასხვა საქმეს შეასრულებთ ერთდროულად. ნუ მოაკლებთ დროს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას, ნაკლებად საჭირო საქმეებზე დროის კარგვის ხარჯზე. ჰკითხეთ თქვენს უფროსს, თუ რომელი საქმე არის მეტად პრიორიტეტული და სწორედ მათზე აიღეთ აქცენტი.
შეცდომა #5: მუშაობა იზოლირებულად
აკადემიური სამყაროსაგან განსახვავებით, სამსახურებრივი სამყარო გუნდურ მუშაობას მოითხოვს. თუ თქვენ ვერ გაიაზრებთ, თუ რა გავლენას ახდენს თქვენი საქმიანობა სხვებზე და თუ არ დაინტერესდებით კონკრეტული საქმის გარდა, არაფრით, ეს თქვენი კარიერისათვის დამღუპველი იქნება. იყავით გუნდური მოთამაშე. შეხვედრებზე იყავით ყურადღებით, მაშინაც კი, როცა კონკრეტულად თქვენ არ უნდა ისაუბროთ. გაეცანით ყველა იმეილს, მაშინაც კი,როცა იმეილი რაიმე ქმედებას არ მოითხოვს.
შეცდომა #6: ჩუმად მუშაობა
თქვენი, როგორც კარგი თანამშრომლის სიძლიერე მხოლოდ თქვენი გაკეთებული საქმით არ გაიზომება. აქტიური ვერბალური მონაწილოება მიიღეთ კოლექტიურ პროექტებში არა მხოლოდ თქვენს მენეჯერთან, არამედ თქვენს კოლეგებთან ერთად. არ მოგერიდოთ კითხვების დასმის, ისევე, როგორც საკუთარი აზრის/იდეების გამოთქმის. ასევე შეგიძლიათ, ყავაზე დაპატიჟოთ ის კოლეგა, რომელსაც პროფესიონალად მიიჩნევთ.
შეცდომა #7: სოციალური წესების იგნორირება
ყურადღებით მოეკიდეთ ორგანიზაციის შიდა კულტურას, იქნება ეს მენეჯმენტთან კომუნიკაციის ფორმა (იმეილი, მესენჯერი, პირდაპირი კომუნიკაცია) თუ სხვა. ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. დააკვირდით, თუ როგორ იქცევიან შტატიანი თანამშრომლები და გადაიღეთ მათი წეს-ჩვეულებები.
შეცდომა #8: ხარისხის შემცირების ხარჯზე რაოდენობის ზრდა
რეალურ ცხორებაში არავინ შეგაქებთ მხოლოდ თქვენი მონდომებისათვის. პროექტის მიზანს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, ვიდრე მისი ჩაბარების თარიღს. თუ მასზე მთელი ძალებით მუშაობისას შეატყობთ, რომ განსაზღვრული დრო მცირე და არარეალისტურია, დაელაპარაკეთ მენეჯერს. საქმის კარგად და ხარისხიანად გაკეთება უფრო მნიშნველოვანია,ვიდრე ზუსტ ვადებში ჩაბარებული, სანახევროდ შესრულებული საქმე.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
შეცდომა #9: საქმიანობის შეფასების (ფიდბექის) არ მოთხოვნა
სკოლისაგან განსხვავებით, შესრულებულ დავალებაში შეფასება არ იწერება. ხშირად მოგიწევთ, თავად მოითხოვოთ მენეჯმენტისაგან პასუხი, თუ რამდენად კარგად მუშაობთ და რაიმე შენიშვნა ხომ არ აქვთ. ამის შემდეგ მიიღებთ თქვენი მენეჯერისაგან კარგად გააზრებულ და საჭირო პასუხს, თუ რით არიან კმაყოფილი და რისი გაუმჯობესება აჯობებს.
შეცდომა #10: ემოციების გადმოფრქვევა
ღირსეულად მიიღეთ მენეჯმენტის შეფასება თქვენს საქმიანობაზე. ადრე თუ იბუტებოდით, როცა გეწყინებოდათ მშობლებისაგან, ან მასწავლებლებისაგან, ეხლა ამის ადგილი აღარაა. სკოლისაგან განსხვავებით, სამსახური უფრო სერიოზული ეტაპია და შეცდომებიც უფრო ძვირი ჯდება. თუკი სტაჟირებას გადაწყვეტთ, მაშინ კანიც უნდა „გაისქელოთ“ და ღირსეულად დაუდგეთ კარიერულ წარმატებებს, თუ წარუმატებლობებს.
წყარო: http://money.usnews.com
ა.ნ.