ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

დასაქმება

eMoney” არის მულტისავალუტო ელექტრონული საფულე, რომელსაც იყენებს 750,000 ფიზიკური და იურიდიული პირი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. eMoney-ს საფულე თავის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მარტივად, კომფორტულად და რაც მთავარია ზედმეტი დანახარჯების გარეშე იშოპინგონ ინტერნეტში და გადაიხადონ სხვადასხვა პროვაიდერების გადასახადები eMoney-ს ვებ გვერდის მეშვეობით. ლიბერთი ბანკის ანგარიშებსა და ბარათების არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით, eMoney უახლოეს მომავალში ონლაინ გადახდებისა და ინტერნეტ შოპინგის ყველაზე პოპულარული საშუალება გახდება მთელს კავკასიის რეგიონში, რითაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის შექმნის გადახდების მიღების ყველაზე ხელსაყრელ და იაფ საშუალებას.

“eMoney” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

შერჩეულ კანდიდატის ძირითად მოვალეობები იქნება:

ორგანიზაციის საქმიანობის და მისი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიზნობრივი გამოქვეყნება სოციალურ ქსელსა და ფორუმებში
კომპანიის პოზიციონირება, ბაზრის კვლევა და სეგმენტაცია სხვადასხვა ნიშნით
კლიენტებთან თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით (ელ-ფოსტა, მოკლე-ტექსტური შეტყობინება) აქტიური ურთიერთობა
სარეკლამო მასალის დამზადება, პროდუქტების აღწერილობის შექმნა და მათი გრაფიკული ვიზუალიზაცია
სარეკლამო საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და მართვა
რეგულარული რეპორტინგი დირექტორთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის დიპლომი მარკეტინგის განხრით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
ინგლისური და რუსული (სასურველია) ენის ცოდნა
სასურველია სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან დიზაინის სფეროში
Adobe Photoshop და Illustrator-ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

ორგანიზებულობა
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
კრეატიულობა
ხატვისა და წერის უნარი
თვითგანვითარების სურვილი
კომუნიკაბელურობა
დროის მართვის უნარი

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: Info@eMoney.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები