დამზადებულია გერმანიაში

ივენთი

გოეთეს ინსტიტუტის მიერ 2014 წლის თბილისის კინოფესტივალის პროგრამაში გერმანული სექციისთვის „დამზადებულია გერმანიაში“ შერჩეული ფილმები ყოველდღიურობასა და სამუშაოს, ომს, რელიგიას და ოჯახურ პრობლემებს ეხება. თუმცა ედგარ რაიცის „სამშობლოს“ გაგრძელება რეჟისორმა წარსულში გადაიტანა, ისევე როგორც დომინიკ გრაფის ახალი ფილმი, რომელიც ისტორიულ თემებსა და პერსონაჟებს წარმოგვიდგენს. MADE IN GERMANY -ის წლევანდელი პროგარმა გერმანული წარსულისა და აწყოს ერთგვარი კალეიდოსკოპია.

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი
1.-7.12.2014

სამყაროებს შორის, გერმანია 2014, 98 წთ

media-title-Zwisc-27
იესპერი ბუნდესვერის ჯარისკაცია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა ავღანეთში სამსახურის დროს დაიღუპა, ის ავღანეთში მიმავალ ახალ მისიაში ეწერება. თავის დანაყოფთან ერთად იესპერს ერთი განაპირა სოფლის თალიბანისგან დაცვა ევალება. იესპერის თანმხლებ პირებს შორის არის ახალგაზრდა ავღანელი თარჯიმანი ტარიკი, რომლის მოვალეობებში ჯარისკაცებსა და სოფლის მაცხოვრებლებს შორის შუამავლობაც შედის. ცხოვრების განსხვავებული წესის გამო ურთიერთობა ორივე მხარეს უჭირს.
რეჟისორი: ფეო ალადაგი
სცენარი: ფეო ალადაგი
მონაწილეობენ: რონალდ ცერფელდი, მოჰსინ აჰმადი, საიდა ბარმაკი, აბდულ სალამ იოსოფზაი, ბუგჰარტ კლაუსნერი

გოლგოთას გზა გერმანია, საფრანგეთი 2014, 107 წთ

kreuzweg
მარია ორ სამყაროს შორის ცხოვრობს. სკოლაში ის 14 წლის გოგონაა თინეიჯერისთვის დამახასიათებელი ინტერესებით, შინ კი, ოჯახურ წრეში, წმინდა პიუს XII-ის საზოგადოების სწავლებასა და ტრადიციონალისტური კათოლიციზმის მკაცრ წესებს ემორჩილება. დედა მტკიცე ხელით მართავს ქალიშვილს, რომ მან ჭეშმარიტების გზიდან არ გადაუხვიოს, მამა კი ხმას არ იღებს და კრიტიკულ მომენტებშიც უმოქმედო მაყურებლად რჩება.
რეჟისორი: დიტრიხ ბრიუგემანი
სცენარი: დიტრიხ ბრიუგემანი, ანა ბრიუგემანი
მონაწილეობენ: ლეა ვან აკენი, ფრანცისკა ვაისცი, ფლორიან შტეტერი, ლუსი არონი, მორიტც კნაპი, მიხაელ კამპი

Love Steaks, გერმანია 2013, 89 წთ

01_STILL_LOVE_STEAKS
კლემენსი მაღალი კლასის სასტუმროში მემასაჟედ იწყებს მუშაობას. ის მორცხვია და მგრძნობიარე და სიამოვნებით მუშაობს სტუმრებთან. მისი ხელებით მოჯადოებული ქალები კლემენსს არშიყს უწყებენ, რაც მას აბნევს. ლარა, რომელიც სამზარეულოში მუშაობს, სხვა გზას ირჩევს. ის კლემენსს აიძულებს, საკუთარი ნაჭუჭიდან გამოძვრეს. ლარა დანაა, კლემენსი – კოვზი. მგელი და კრავი. საპირისპირო პოლუსები ერთმანეთს იზიდავს. ანტიპოდებს ერთმანეთი უყვარდებათ. ბინძურად, სისხლიანად, დიდებულად და ჭეშმარიტად.
რეჟისორი: იაკობ ლასი
სცენარი: ინეს შილერი, ნიკო ვოხე, ტიმონ შეპი, იაკობ ლასი
მონაწილეობენ: ლანა კუპერი, ფრანც როგოვსკი, გეორგ ლუდვიგ-გროსე, ზიმონე დიურინგი, ერიკ პოპი

ჯეკი,    გერმანია 2014, 103 წთ

ab54eae94940b83da8061a4eaf1c44f3v1_max_640x480_b3535db83dc50e27c1bb1392364c95a2
ჯეკი სახლის საქმეებს უძღვება. დილით უმცროს ძმას აღვიძებს. საუზმეს ამზადებს. სკოლაში გარბის, რაც ცოტა არ არის 10 წლის ბიჭისთვის…  დედას, სანას, შვილები უყვარს. მაგრამ ის ახალგაზრდაა, ძალიან ახალგაზრდა და თავისი ცხოვრებით დაკავებული. ერთ დღეს სანა შინ არ ბრუნდება და ბიჭები ქალაქში მის საძებრად მიდიან – მარტო, არც ფული აქვთ, არც საჭმელი. როდესაც ბოლოსდაბოლოს დედას იპოვიან, ჯეკი რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რეჟისორი: ედვარდ ბერგერი
სცენარი: ედვარდ ბერგერი, ნელე მიულერ-შტოეფენი
მონაწილეობენ: ივო პიტცკერი, გეორგ არმსი, ლუიზე ჰაიერი, ნელე მიულერ-შტოეფენი, ენტონი არნოლდსი

ძვირფასი დები გერმანია,  გერმანია 2014, 140 წთ,

Â
1788 წლის ზაფხული რუდოლშტატში. მეამბოხე პოეტი ფრიდრიხ შილერი და უსახსრო დები ტიურინგიის არისტოკრატიული წრიდან დაუვიწყარ დღეებს ატარებენ ერთად. ეს ზაფხული მათ სამუდამოდ დააკავშირებს ერთმანეთთან. უიღბლოდ გათხოვილი კაროლინე ფონ ბოილვიტცი და მისი მორცხვი და შარლოტე ფონ ლენგეფელდი არ ღალატობენ დადებულ ფიცს, რომ ერთმანეთს  ყველაფერი გაუნაწილონ, მათ შორის, „ყაჩაღების“ ავტორიც. რეჟისორი: დომინიკ გრაფი სცენარი: დომინიკ გრაფი მონაწილეობენ: ჰანა ჰერცსპრუნგი, ფლორიან შტეტერი, ჰენრიეტე კონფურიუსი, კლაუდია მესნერი, რონალდ ცერფელდი, მაია მარანოვი

სხვა სამშობლო – ერთი ნატვრის ქრონიკა გერმანია, საფრანგეთი 2013, 230 წთ

andere_heimat_3
მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში შიმშილმა, სიღატაკემ და მმართველთა დესპოტიზმმა ასიათასობით ადამიანი აიძულა, ევროპიდან შორეულ სამხრეთ ამერიკაში გადასახლებულიყო. „რა ბედიც არ უნდა გვეწიოს, სიკვდილს მაინც აჯობებს“ – ასეთი იყო მათი მწარე გადაწყვეტილება და, ამავე დროს, უფრო ღირსეული მომავლის იმედი. ოჯახური დრამა და სიყვარულის ისტორია ამ მივიწყებული ტრაგედიის ფონზე ვითარდება.
რეჟისორი: ედგარ რაიტცი
სცენარი: ედგარ რაიტცი, გერტ ჰაიდენრაიხი
მონაწილეობენ: იან დიტერ შნაიდერი, ანტონია ბილი, მაქსიმილიან შაიდტი, მარიტა ბროიერი, რიუდიგერ კრიზე, ფილინე ლემბეკი.

წყარო: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები