სს “ფინკა ბანკი საქართველო” აცხადებს Help Desk ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი კვირაში).
ძირითადი ფუნქციები:
პასუხობს შემოსულ ზარებსა და ელექტრონულ წერილებს;
დისტანციურად ეხმარება თანამშრომლებს ტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებში;
ამისამართებს შემოსულ შეტყობინებებს შესაბამის ფუნქციურ რგოლთან;
მუშაობს მჭიდროდ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტებთან და IT აპლიკაციების ადამინისტრატორთან, რათა ყველა მომხმარებლის მოთხოვნა იყო დროულად დაკმაყოფილებული;
მონაწილეობას ღებულობს ხშირად დასმული შეკითხვების მიხედვით სახელმძღვანელოების შექმნაში;
ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
კომპიუტერული პროგრამების მხარდაჭერის ჯგუფში მუშაობის გამოცდილება;
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და ინგილისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული საოფისე აპლიკაციების და სხვადასხვა მოწყობილობების ცოდნა.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
1. საქმის დაგეგმარების და ორგანიზების უნარი;
2. კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერითი
3. გუნდური მუშაობის უნარი;
4. დატვირთულ რეჟიმში მუშობის უნარი
5. გაწონასწორებული და მოწესრიგებული.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოს ელექტრონული ფოსტით (ელექტრონული ფოსტის თემის “subject” ველში უნდა მიუთითოთ “Help Desk ასისტენტი”), მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2014 წლის 7 დეკემბრისა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები – მხოლოდ რეზიუმე არ განიხილება. “ფინკა ბანკი საქართველო” დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.
“ფინკა ბანკ საქართველოში” შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://www.finca.ge | http://www.finca.org