დღეს 18 საათზე , ბაიას გალერეაში (შარდენის ქ. 10) გაისხნება ანა ლაღიძის პერსონალური გამოფენა. მისი ფერწერული თუ გრაფიკული კომპოზიციები – ფერადი თექისგან და სხვადასხვა სახის ფაქტურის ქსოვილებისგან არის შექმნილი. გამოფენა გაგრძელდება 30 ნოემბრამდე.
1997 წელს თბილისში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხელოვანის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. 2014 წლის მარტში ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე “ფერადი სიზმრები” ანა ლაღიძის მიერ წარმოდგენილმა ექსპოზიციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ანა ლაღიძე არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოფენების მონაწილეა.
დღეიდან შესაძლებელია იხილოთ ანა ლაღიძის ახალი ნამუშევრები ბაიას გალერეაში.