დურჰემი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ისტორიული ქალაქია. The University of Durham მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა და შესაბამისად, ეს ქალაქიც მიმზიდველ სტუდენტურ ქალაქს წარმოადგენს.
ღამის ცხოვრება
უნდა აღინიშნოს, რომ დურჰემი არ გამოირჩევა ღამის კლუბებისა და ბარების დიდი არჩევანით, თუმცა, აქ მაინც მოიძებნება რამდენიმე კლუბი, რომელიც საკმაოდ კარგ პირობებს თავაზობს სხვადასხვა გემოვნების მქონე სტუდენტებს.
მაგალითად, Loveshack ძალიან სასიამოვნო საღამოებს უწყობს სტუმრებს. აქ ძირითადად, შეგიძლიათ მოისმინოთ R’n’B და ელექტრონული მუსიკა. რაც შეეხება სასმელებს, მათი ფასები 2 ფუნტიდან იწყება. შესვლის ფასიც 2 ფუნტია.
Studio/Loft საუკეთესოა რეპის, ჰიპ-ჰოპისა და R’n’B მუსიკის მოყვარულთათვის.
Revolver-ში შეგიძლიათ მოისმინოთ უახლესი ინდი, ალტერნატიული და როკ მუსიკა. აქ ხშირად იმართება ლაივ-საღამოები, ამიტომ, იგი საკმაოდ პოპულარულია სტუდენტებს შორის.
დღის ცხოვრება
დურჰემი ერთი შეხედვით, პატარა და წყნარ ქალაქად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ აქ უამრავი ადგილია დღისით დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. დამთვალიერებელთა შორის განსაკუთრებით პოპულარულია დურჰემის სასახლე, დურჰემის საკათედრო ტაძარი, უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი და ბევრი სხვა…
ქალაქში გადაადგლიება შესაძლებელია ავტობუსით, მატარებლითა და ასევე, აქ საკმაოდ მოწესრიგებულია ველო-ტრასები, რის გამოც, ველოსიპედი სტუდენტთათვის ფაქტობრივად, გადაადგილების საუკეთესო და ყველაზე იაფ საშაულებას წარმოადგენს.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
ქალაქში რესტორნებისა და კაფეების საკმაოდ დიდი არჩევანია. მრავალფეროვნების გარდა, ისინი საკმაოდ კარგ ფასებსაც თავაზობენ სტუდენტებს. გამოირჩევა Pan Din Thai, El Greco, Brewers Fayre, Tia’s და სხვა.
დურჰემი ძალიან კარგი ადგილია შოპინგისათვის. ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრებია Prince Bishops Shopping Centre და Dalton Park Outlet Shopping Centre.
საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად
დურჰემის სტუდენტური საცხოვრებლები ძირითადად, ქალაქის ცენტრშია განლაგებული, რაც საკმაოდ კარგია, რადგან უადვილებს სტუდენტებს წვდომას უნივერსიტეტთან და მათთვის საჭირო სხვა ობიექტებთან. თუ იმდენად ახლოს იქნებით უნივერსიტეტთან, რომ ფეხით შეძლებთ სიარულს, საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ.
სტუდენტებითვის ქირა საშუალოდ 80-100 ფუნტია კვირაში, რაც დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და საცხოვრებლის კეთილმოწყობაზე. საცხოვრებლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, ასე რომ, მისი პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
www.savethestudent.org