ცვლილებები – ცხოვრების თანამდევი პროცესი, მამოძრავებელი ძალა

სტუდენტური ცხოვრება

დედა, გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება – ამბობდა დედა ყოველ დილით, ხვეწნანარევი, მზრუნველი ხმით 🙂

დროც გავიდა, რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები სტუდენტები გახდნენ, დატოვეს თავიანთი კერა, იღვიძებენ – თავისით, დამოუკიდებლობის თვისებები შეიძინეს, ჩვევები გამოიმუშავეს. ადგილობრივ სტუდენტებიც იცვლებიან, ეცვლებათ შეხედულებები განათლებაზე, სამყაროზეც კი 😉

ცვლილებებს ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ყველა სტუდენტი ამჩნევს, მაგრამ უფრო მძაფრად ამ ცვლილებებს და ზოგადად ცვლილებებს ცხოვრებაში ფსიქოლოგები და სოციოლოგები ამჩნევენ, იკვლევენ და შეისწავლიან.

სწორედ ამიტომ სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის სტუდენტები გამოვკითხე, თუ რა ცვლილებებს განიცდიან ადამიანები მოსწავლეობიდან სტუდენტობაში გადასვლის შემდეგ?

ლიკა კეშელავა (კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სტუდენტი): „ახლა მე-2 კურსზე ვარ და შარშანდელთან შედარებით უკეთ ვაანალიზებ რას ნიშნავს სტუდენტობა. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ არავინ ისე მძაფრად, ბედნიერად, უცნაურად, საინტერესოდ, საშიშად და სახალისოდ არ განიცდის სტუდენტობას, როგორც „ჩამოსული“ სტუდენტი 🙂 შორდები ოჯახს და იწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას, იკარგები ქუჩებში, ეხვევი თავგადასავლებში, თავიდან გაშინებს ყველა და ყველაფერი, იბნევი მეტროში, გაკომპლექსებს საუბრის კილო და მანერა, აწყდები ყოფით პრობლემებს, რომელზეც ადრე არასოდეს გიფიქრია.

სკოლა სულ სხვაა, აბსოლუტურად სხვა სამყაროა. სკოლა არის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ვერ ხვდები სწავლის ფასს, უნივერსიტეტი კი ადგილია, სადაც სკოლაში მიღებული ცოდნა ფასდება. ბავშვობიდან რაღაც „კოდივით“ იდო ჩემს გონებაში, რომ აუცილებლად უნდა გავმხდარიყავი სტუდენტი, სხვანაირად არც წარმომედგინა ჩემი ცხოვრების წარმართვა. მოკლდედ, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, თუ არ ხარ სტუდენტი, ვერ გაიგებ რა არის ეს. და ბოლოს, ჩემი სურვილი და გულითადი რჩევაა, ყველასთვის იყოს სტუდენტობა ცხოვრების ეტაპი, აწმყოს ყველაზე თავისუფალი პერიოდი“

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

„სტუდენტი მოსწავლესთან შედარებით დამოუკიდებელია, ეს ყველას არ ეხება რა თქმა უნდა. სტუდენტობისას ადამიანთა უმრავლესობა აანალიზებს, რომ ცოდნა და ნათელი მომავალი ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულია. მოსწავლეობისას ამის აღქმა და გაცნობიერება ძირითადად არ ხდება“ – სოფო პაპიძე (თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი)

მარიამ ალანია (ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის სტუდენტი): „მოსწავლე როდესაც იგებს უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამბავს, მცირედი შოკი და ეიფორია ემართება 🙂  ეს არის პირველადი რეაქცია. შემდეგ სტუდენტი იწყებს ფიქრს, აანალიზებს რომ სკოლის ასაკი გავიდა და იწყება ახალი ცხოვრება. ახალგაზრდა აცნობიერებს, რომ მას რაღაც პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის, ოჯახის და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ . ცვლილებებს, სხვაობას რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი მეტად განიცდიან, მაგრამ ეს საბოლოო ჯამსი საინტერესოა ადგილობრივი და ჩამოსული სტუდენტები ინტეგრირდებიან. ორივე კატეგორიის სტუდენტებისათვის დამახასიათებელია კროს-სტუდენტური ინფორმაციის ცვლა (ორივე კატეგორიის სტუდენტი არის ინფორმაციის მატარბელი და მიმღები). ასეთ სიტუაციაში ადამიანის შინაგანი თავისუფლება „გარეთ“ გამოდის და კიდევ უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით პიროვნებად ყალიბდება. “

შაკო სარდალიშვილი (თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი): „სტუდენტობისას ადამიანი უფრო მეტად ხდება პიროვნულად თავისუფალი, სწავლობს ინდივიდუალიზმს, ეჩვევა დამოუკიდებელ ცხოვრებას, თავად განსაზღვრავს საკუთარ გეგმებს და მიზნებს. თუ მოსწავლე ადამიანი მეტნაკლებად არის დამოკიდებული მშობლებზე, სტუდენტობისას დამოკიდებულების ხარისხი ძალიან მცირდება ან საერთოდ ქრება“ –

სტუდენტებო,  შინაარსიან, შემეცნებით, ხალისითა და აღმაფრენით სავსე სტუდენტობას გისურვებთ !

 

ავტორი: სალომე ბუკია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები