საინფორმაციო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი Aris.ge-განათლება (edu.aris.ge) აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე და ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება;
- მართლწერის უნარ-ჩვევების მაღალ დონეზე ფლობა;
- სიახლის სწრაფად ათვისების უნარი და საქმისადმი ანალიტიკური მიდგომა;
- ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევების ფლობა (ქართულ და უცხოურ საიტებზე);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან ადაპტაციისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
საქმიანობის აღწერა:
- ინტერნეტში პერმანენტულად ინფორმაციის მოძიება;
- სიახლეების, პრეს-რელიზების, განცხადებების ვებ-გვერდზე ატვირთვა. იმიჯების დამუშავება;
- ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გაზიარება ფეისბუკის მეშვეობით;
- საგანმანათლებლო პროგრამების და ვაკანსიების განთავსება ვებ-გვერდზე;
- სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 400 ლარიდან, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 23 ნოემბერი, 2014
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით [email protected] მისამართზე.