ტალინის უნივერსიტეტი მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებისთვის კონკურსს აცხადებს

გაცვლითი პროგრამები

ტალინის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ორწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად 2015 წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

კონკურსი ცხადდება შემდეგ სპეციალობებზე:
– ინფორმატიკა
– დიზაინი
– სოციალური მეცნიერებები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე სტუდენტებს, ალუმნებს და მაგისტრატურის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვთ საქართველოში.

სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს 2 აკადემიურ წელს, 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ივნისამდე.

ტალინის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამებისა და კურსების შესახებ ინფორმაცია

გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს 400€ ყოველთვიურად სტიპენდიის სახით (10 თვე სწავლის პირველი წლისათვის და 10 თვე სწავლის მეორე წლისათვის სექტემბერი – ივნისის განმავლობაში).
მგზავრობის, დაზღვევის, საცხოვრებლისა და ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭირო ხარჯები უნდა დაფაროს თავად სტუდენტმა.

სტუდენტთა შერჩევას ანხორციელებს ტალინის უნივერსიტეტი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ, შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ვებ-გვერდის მეშვეობით.

აპლიკაციის მიღება იწარმოებს ელექტრონულად, დამატებითი დოკუმენტაცია შეიძლება გაიგზავნოს ელ.ფოსტით.
გასაუბრება იწარმოებს სკაიპის საშუალებით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: აპლიკაცია, მოთხოვნები.

გამარჯვერბულ კანდიდატთა შერჩევასა და გამოვლენას მოახდენს ტალინის უნივერსიტეტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები