ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებათა პარიზის ფონდი (FMSH- თანამშრომლობის პროგრამა რუსეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან), მოსკოვის ფრანგულ-რუსული კვლევითი ცენტრი (CEFR) და ცენტრალური აზიის კვლევების ფრანგული ინსტიტუტი (IFEAC) რუს, უკრაინელ, ბელორუს და მოლდოველ მკვლევრებს, აგრეთვე მკვლევრებს ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან რომელთაც დაცული აქვთ სადოქტორო თეზისები 2007 წლის შემდგომ, სთავაზობს მოკლევადიან სტიპენდიებს საფრანგეთში კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად.
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 2014 წლის 31 დეკემბერი.
კანდიდატები კვლევით საქმიანობაში უნდა იყვნენ ჩართულნი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ანთროპოლოგია, ლიტერატურული და ხელოვნების კვლევები, ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია, პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია და სხვ.)
სტიპენდიათა დიდი ნაწილი გამოყოფილია ზოგადი თემატიკის პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა, გარკვეული რაოდენობა მოხმარდება მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:
• პოლიტიკური ელიტები, დემოკრატიზაციის პროცესი და სამოქალაქო საზოგადოება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში;
• რეგიონული აქტორები (ირანი და თურქეთი) კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში;
• რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ( ინსტრუმენტები, ორმხრივი პოლიტიკა და რეგიონული ინიციატივები);
• სოციალური მოძრაობების ისტორია ცენტრალურ აზიაში: ზეპირი ისტორია, სოციალური გამოკითხვები და კოლექტიური მობილიზაცია პერესტროიკისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში.
კანდიდატურის წარსადგენად მკვლევრები უნდა იყვნენ ჩამოთვლილ სახელმწიფოთაგან ერთერთის მოქალაქეები: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ამავდროულად მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, თუ კვლევითი ინსტიტუტის პროექტებში.
კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დოქტორის ხარისხი (საკანდიდატო ნაშრომი) დაცული 2007 წლიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.
აღნიშნული კვლევითი სტიპენდიები ითვალისწინებს საფრანგეთში კვლევითი სამუშაოს მხარდაჭერას: საველე სამუშაოებს, ბიბლიოთეკებსა და არქივებში მუშაობას.
სტიპენდია გათვლილია ორ ან სამ თვეზე და მოიცავს 1500 ევროს თვეში, ტრანსპორტისა და ცხოვრების სხვა ხარჯების დასაფარად.
ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებათა პარიზის ფონდი (FMSH-თანამშრომლობის პროგრამა რუსეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან) მოსკოვის ფრანგულ-რუსული კვლევითი ცენტრი (CEFR) და ცენტრალური აზიის კვლევების ფრანგული ინსტიტუტი (IFEAC) დახმარებას აღუთქვამენ კანდიდატებს საფრანგეთში გასამგზავრებლად საჭირო ვიზის გამარტივებული წესით მიღებასა და სხვა ლოჯისტიკურ საკითხებში (დახმარება საცხოვრებლის მოძიებაში, წერილობითი მიმართვები ბიბლიოთეკებს, მასპინძელ ლაბორატორიებს და ა.შ)
პროგრამაში ჩართვის მსურველმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა გააკეთონ 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
კანდიდატის დოსიე შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან:
• კანდიდატის სივი და პროფესიული რეზიუმე.
• ორი სარეკომენდაციო წერილი (ერთი მომწვევი ლაბორატორიიდან, თუ ასეთი განაცხადის გაკეთების მომენტისათვის ცნობილია)
• 10 000 ასო-ნიშანს (გამოტოვებებისა და სასვენი ნიშნების ჩათვლით) შემცველი კვლევის მონახაზი, რომელიც მოიცავს:
– კვლევითი პროექტში დასმული პრობლემატიკისა და მისი მიზნების აღწერა
– ბიბლიოგრაფია
– საველე სამუშაოების დეტალური აღწერა (ვიზიტები კონკრეტულ ინსიტუტციებში, საკონტაქტო პირთა ჩამონათვალი).
დოსიე წარმოდგენილ უნდა იქნას ფრანგულად ან ინგლისურად. რუსულენოვანი დოსიეები მიიღება იმ პირობით, რომ მათ ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე შესრულებული 3000 ასო-ნიშნის შემცველობის ზიუმეები ექნება დართული. რეკომენდირებულია, რომ კანდიდატებმა გამოიყენონ არიალ შრიფტი (Arial), ზომა 12 და ყველა დოკუმენტი მოამზადონ ვორდის ფაილებში.
კანდიდატები სამხრეთ კავკასიიდან დოსიეებს გადაგზავნიან ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებათა პარიზის ფონდში ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
შედეგები გამოცხადდება 2015 წლის თებერვლის დასაწყისში.
კვლევითი ვიზიტი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2015 წლის 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გააგზავნეთ წერილი ელ-ფოსტაზე (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე): [email protected] ან გაეცანით პროგრამის ვებგვერდს.