ვაკანსია რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე

დასაქმება

საინფორმაციო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი Aris.ge-განათლება (edu.aris.ge) აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე და ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

აუცილებელი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მართლწერის უნარ-ჩვევების მაღალ დონეზე ფლობა;
  • სიახლის სწრაფად ათვისების უნარი და საქმისადმი ანალიტიკური მიდგომა;
  • ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევების ფლობა (ქართულ და უცხოურ საიტებზე);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან ადაპტაციისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

საქმიანობის აღწერა:

  • ინტერნეტში პერმანენტულად ინფორმაციის მოძიება;
  • სიახლეების, პრეს-რელიზების, განცხადებების ვებ-გვერდზე ატვირთვა. იმიჯების დამუშავება;
  • ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გაზიარება ფეისბუკის მეშვეობით;
  • საგანმანათლებლო პროგრამების და ვაკანსიების განთავსება ვებ-გვერდზე;
  •  სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.

 

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ანაზღაურება:  400  ლარიდან, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 23 ნოემბერი, 2014

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით  [email protected] მისამართზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები