სადაზღვევო აგენტის ვაკანსია

დასაქმება

სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი” აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით) ქალაქ თბილისში.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა – გაიაროთ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდეთ სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანიაში!

სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება შედგება: ფიქსირებული ანაზღაურებისგან, საკომისიოსა და დამატებით – თვის რეიტინგით საუკეთესო აგენტები მიიღებენ ბონუსს.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა;
სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

სადაზღვევო პროდუქტის საცალო გაყიდვა და რეკლამირება (პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა);
არსებული კლიენტებისთვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2014 წლის 15 დეკემბრამდე. გთხოვთ, “Subject line”-ში მიუთითოთ “სადაზღვევო აგენტი – თბილისი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები