„გზავნილი რაჭიდან“ – სტუდენტური სასწავლო ჟურნალი

სტუდენტური შემოქმედება

„რაჭა არ უნდა დაიცალოს“ – ეს მიმართვა 11 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში რამდენჯერმე გაჟღერდა.5

ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს სასწავლო ჟურნალიგზავნილი რაჭიდან“, რომელზეც ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. „ეს არის მიმართვა სახელმწიფოსადმი. სანამ დროა, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება ამ რეგიონის შველა, უნდა შეიქმნას სპეციალური მხარდამჭერი პროგრამა რაჭის მიგრაციისგან დასაცავად. ეს არის გზავნილი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. – განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა.სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო მსგავსი პროფესიონალიზმით შესრულებული ჟურნალის ხილვა: -„ასეთ პროდუქტს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა.ერთი ის, რომ სტუდენტები მეტ გამოცდილებას იღებენ და იზრდებიან პროფესიული კუთხით. ყველაზე კარგად სწავლობ მაშინ, როდესაც თავად ქმნი პროდუქტს. ხოლო მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს სხვადასხვა კუთხის პრობლემები. რაჭა კი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ისეთი რეგიონია, რომელსაც დაცვა სჭირდება“ – განაცხადა ლადო პაპავამ.

4

1

პრეზენტაციაზე ჟურნალთან ერთად წარმოდგენილი იყო სტუდენტების ფოტონამუშევრები, რომლებიც მოიცავდა როგორც რაჭის ბუნებას, ისე მისი მაცხოვრებლების პორტრეტებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რამდენიმე ვიდეოსიუჟეტის ჩვენებაც. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა უწერის სკოლას, სადაც სულ რაღაც 34 ბავშვი სწავლობს. ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რაჭა მართლაც იცლება.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციული პერსონალი.

სასწავლო ჟურნალი „გზავნილი რაჭიდან“ საგნის „ბეჭდური მედია 2-ის“ ფარგლებში მომზადდა.

ავტორი:  ნინო აბდალაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები