ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ALRAKIS II სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის

გაცვლითი პროგრამები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ALRAKIS II აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის (Postdocs) ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის განხორციელების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია – კოორდინატორი
2. ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
3. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
4. სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
5. პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
6. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
7. გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
8. მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
ბაკალავრი – 1000 ევრო
დოქტორანტი – 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი – 1800 ევრო

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
• მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მესამე სამიზნე ჯგუფზე (TG3));
• სტუდენტებს, რომლებსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში შეჩერებული აქვთ აკადემიური სტატუსი;
• პირველი და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებს;
• ვისაც უკვე მიღებული აქვს ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 იანვარი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:
მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელეფონი: 995 322 14 13 88; 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: [email protected]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები