პროექტ ,,Smart-up Georgia”-ში მონაწილეობის მსურველთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

კონკურსები

4 დეკემბერს, 14:00-18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში პროექტ “Smart-up Georgia”-ს შესახებ საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობისათვის განაცხადები მიიღება 2014 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფორმატში.

პროექტი ,,Smart-up Georgia” ინიცირებულია ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის მიერ, ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების მომზადებას მცირე ბიზნესის განსავითარებლად.

პროექტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები