თითოეული სტუდენტისთვის საზღვარგარეთ სწავლა წარმატებული მომავლისკენს გადადგმული პირველი ნაბიჯია. სტუდენტები თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ უმაღლესი განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ. ამ მიზნის მიღწევისს აუკეთესო გზა სწორედ გაცვლითი პროგრამებია. საინტერესოა, თუ რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი სტუდენტები და რა არის მათი მთავარი მოტივაცია.
საერთაშორისო სტუდენტთა კავშირი (International Students Uniuon – ISU) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს და ახალ გარემოში მოხვედრილ ახალგაზრდებს ადაპტაციაში ეხმარება. ESN Tbilisi ISU – ამ ორგანიზაციის თბილისის ფილიალს წარმოადგენს. ის ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ერასმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლით პროგრამებს ევროპის მიმართულებით. ეს პროგრამები ქართველ სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გავესაუბრე ESN Tbilisi ISU – ს ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ წევრს, იფექ მერიემ ჯანთეზს.
– რა ტიპის გაცვლით პროგრამებს მოიცავს ერასმუს მუნდუსი?
– ერას მუსმუნდუსის ფარგლებში გახსნილი გაცვლითი პროგრამების ერთობლიობა არის ძალიან წარმატებული გრძელვადიანი პროექტი, რომელიც გამოირჩევა თავისი მასშტაბით, დაფინანსებითა და სტუდენტებისთვის შეთავაზებული პირობებით. ერასმუს მუნდუსის ფარგლებში სტუდენტების გაცვლა ძირითადად ხდება ორი მიმართულებით: ჩვენსა და ევროპას შორის.
აქვე უნდა განვმარტო, რომ “ჩვენ”-ში იგულისხმება LOT 5 ქვეყნების წარმომადგენლობა: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და ბელორუსიის ჩათვლით. სტუდენტებს ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვთ, განათლება მიიღონ მსოფლიოს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა, მაგალითად, გრონინგენის (ნიდერლანდები), სორბონას, ბოლონიისა და სხვ. მობილობის პერიოდი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლავირებს ერთი აკადემიური სემესტრიდან ორა კადემიურ სემესტრამდე.
რაც შეეხებათ მაგისტრატურის სტუდენტებს, მათ შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ერთი აკადემიური სემესტრი, ორი ან თუნდაც მიიღონ სრული მაგისტრის დიპლომი. ერასმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამებში ასევე გამოყოფილია ადგილები დოქტორანტებისა და პოსტ-დოქტორანტებისთვის, რომელთა მობილობის პერიოდი, რა თქმა უნდა, უფრო მცირეა.
– სტუდენტებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სწავლის გადასახადი წარმოადგენს. ამ კუთხით რა შეღავათებია?
– პროგრამა მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას 1000 ევროს ოდენობით. გამარჯვებულ სტუდენტს ასევე უფინანსდება მგზავრობის ხარჯები (ორმხრივი ბილეთი პროგრამის დასაწყისსა და დასასრულს), ყოველთვიური დაზღვევა და, საჭიროების შემთხვევაში, ვიზის ხარჯები. სწავლას რაც შეეხება, ის უფასოა, რადგან სტუდენტი მობილობის ფარგლებში მიდის სასწავლებლად ანუ მშობლიურ უნივერსიტეტში იღებს აკადემიურ სემესტრს და ამ დროს მიემგზავრება ერასმუსის პროგრამით. რეალურად კი ის ისევ მშობლიური უნივერსიტეტის ბაზაში ირიცხება.
– რა კრიტერიუმებით ხდება სტუდენტების შერჩევა?
– როგორც წესი, შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები საჯაროდ არ არის ცნობილი. ეს არის დახურული პროცესი და არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის არც ჩვენ, არ მიგვიწვდება ხელი დეტალურ ინფორმაციაზე. ჩვენ მხოლოდ ყოველწლიური შედეგებითა და ტენდენციებით ვხელმძღვანელობთ. ყველაზე დიდ როლს, რა თქმა უნდა, თამაშობს სტუდენტის აკადემიური მოსწრება და უცხო ენის ცოდნა. ამის დამადასტურებელი საბუთის ქონა, ძირითადად, პრობლემას წარმოადგენს, რადგან ბევრს არ აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, მაგალითად IELTS ან TOEFL. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა საშუალება საკუთარ უნივერსიტეტში ჩააბაროს ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, უნივერსიტეტი მას რეკომენდაციას გაუწევს ნებისმიერ პროგრამაზე.
თითოეულ სტუდენტს, რომელიც აპირებს უცხოეთში სწავლის გაგრძელებას აინტერესებს სხვების გამოცდილება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებული სოფო ქარჩხაძე გაცვლითი პროგრამის საშუალებით გაემგზავრა ნორვეგიაში და ქალაქ ოსლოში სწავლობს.
“სწავლების მაღალი ხარისხი, რა თქმა უნდა, პირველი მიზეზია. ასევე, უცხოეთში სწავლა და ცხოვრებაც თავისთავად გამოცდილებაა და როგორც პიროვნულ ზრდაში, ასევე სამომავლო გეზის აღებაში ეხმარება სტუდენტებს. უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში ცხოვრებით და ხშირი მოგზაურობით ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.”
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
– რა პრობლემები/დაბრკოლებები შეგექმნა ნორვეგიაში ჩასულს?
– პრობლემას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ნორვეგია ძალიან ბიუროკრატიული ქვეყანაა, შესაბამისად ბევრი საბუთის მოგვარება იყო საჭირო. კიდევ, ნორვეგია ერთ-ერთი უძვირესი ქვეყანაა, რაც სტუდენტისთვის არც ისე ხელსაყრელია.
ნორვეგიაში არ არსებობს ტიპიური „გამოკითხვები“. აქ სტუდენტი თავად წყვეტს, მოამზადებს თუ არა დავალებას, წაიკითხავს თუ არა მასალას. გამოცდამდე სტუდენტებს ევალებათ ესეების წერა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვებიან გამოცდაზე. სემესტრულ ქულას (ჩემი საგნების შემთხვევაში) მხოლოდ გამოცდის ქულა წყვეტს. შეფასების სისტემა ამერიკულის მსგავსია. P.S. ნორვეგიაში სწავლა უფასოა!
– რა რჩევას მისცემდი იმ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ, რომ სწავლა უცხოეთში გააგრძელონ?
– უპირველესი რჩევა იქნება – აუცილებლად გაემგზავრონ უცხოეთში სასწავლებლად, იქნება ეს ერთი თვე თუ ერთი წელი. სიახლე საშიში კი არა, საინტერესოა! ასევე, თუ მასპინძელი ქვეყნის ენა არ იციან, კარგი იქნება, თუ ელემენტარული სიტყვების მარაგს დააგროვებენ. კიდევ იმოგზაურონ, ნახონ რაც შეიძლება მეტი, გაიცნონ ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტები, გამოიყენონ შესაშურად კარგი ბიბლიოთეკები და სწავლასთან ერთად გაერთონ კიდეც.
სწავლების მაღალი ხარისხი და გამოცდილება – ეს ის ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველი სტუდენტები უცხოეთში სასწავლებლად მიდიან. ამას ადასტურებს ჩემს მიერ ჩატარებული გამოკითხვაც. გამოკითხული სტუდენტების 73% სურს უცხოეთში სწავლის გაგრძელება და მათი უმეტესობა წასვლის მიზეზად კარგ განათლების სისტემასა და გამოცდილებას ასახელებს. ყველაზე მოთხოვნად გაცვლით პროგრამად კი Erasmus Mundus დასახელდა.
ავტორი: ნინო აბდალაძე