პროექტ ,,Smart-up Georgia”–ში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსები

დაიწყო განაცხადების მიღება პროექტ ,,Smart-up Georgia”–ში მონაწილეობის მისაღებად.

განაცხადები მიიღება 2014 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფორმატში.

პროექტი ,,Smart-up Georgia” ინიცირებულია ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის მიერ, ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების მომზადებას მცირე ბიზნესის განსავითარებლად.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2014 წლის ნოემბერი – 2015 წლის ივნისი. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტები გამოცდილი უცხოელი სპეციალისტების მენტორობით დაეუფლებიან ბიზნეს-იდეის განვითარებისა და განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. მონაწილე გუნდებს შორის ჩატარდება კონკურსი და წარმატებული პროექტის ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით (საპრიზო ფონდი 10,000 ლარი) და ერთკვირიანი სასწავლო ტურით ესტონეთის რესპუბლიკაში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებს. მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

„Smart-up Georgia”-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook-ის გვერდზე. პროექტის შესახებ ვიდეო რგოლი განთავსებულია Youtube-ზე.

P.S. განაცხადი მიიღება ბიზნეს იდეის გარშემო ჩამოყალიბებული გუნდებისგან (გუნდის შემადგენლობა 2-6 წევრი). ინდივიდუალური აპლიკაციები არ განიხილება!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები