გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში, პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას ბერლინში გაიარონ 5-თვიანი პრაქტიკა და უშუალოდ გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო მმართველობის სისტემას.
სტიპენდიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ნოემბერს გაიმართება.
დრო: 17:00 საათი; ოთახი – A101.
პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.
აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და იგი სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიანტების კარიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
წინაპირობა:
– საქართველოს მოქალაქეობა
– უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი
– გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა
– სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში 30 წლამდე ასაკი
საბუთების მიღება: 30 ივნისამდე
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართულ ფაილი ან მიმართეთ გერმანიის საელჩოს საქართველოში.