დღევანდელი მოდა გამოირჩევა თავისი პრაქტიკულობით და ელეგანტურობით. დღეს ხომ თავისუფალ სპორტულ სტილში ჩაცმულიც კი შეიძლება გამოიყურებოდე ძალზე ელეგანტურად. სტუდენტური სტილი ეს არის სხვადასხვა ფერები და აბსოლუტურად განსხვავებული ფორმები, რომელთა შორის შესაძლებელია შეარჩიო შენი გარდერობისთვის საუკეთესო და ხაზი გაუსვა შენი ხასიათის ინდივიდუალურ შტრიხებს.
სტუდენტურ სტილს გააჩნია რამდენიმე მოდური მიმართულება. და პირველი- ეს არის საგანგებოდ შერჩეული სტილი casual. ეს შესაძლებლია იყოს კლასიკური ყოველდღიური ჩასაცმელი, სპორტული სტილი ან ერთგვარი მიქსი, რომელიც აერთიანებს კლასიკურს და ახალგაზრდულს.
ყველაზე მოდურია კლავინდებურად ჯინსები და ქურთუკები დენიმისგან. მათი ფერების პალიტრა და თარგი მრავალფეროვანია, უხამებენ მათ დღეს სვიტშორტებს და მაისურებს ზედ დატანილი ცნობილი ბრენდების ლოგოტიპებით და სხვადასხვა ტექსტებით.
ტყავიც პოპულარულია სტუდენტთა შორის, ტყავის შარვალი , ქვედაბოლო და ქურთუკი. ნაჭრის კლასიკური სტილის, სწორი ქვედაბოლოები, ქვედაბოლო-ფანქარი ან ქვედაბოლო-გოდე ერთობლიობაში დიდი ზომის სვიტრთან, მაისურთან, შეხამებული ეოგორც კლასიკურ ისე სპორტულ ფეხსაცმელთ. და ბოლოს ე. წ. „პიჟამა სტილი“ – ძალიან თავისუფალი თარგის შარვალი, კლავინდებურად რჩება აქტუალური, მასთან შესაძლებელია გაერთიანდეს ნაქსოვი შარფი, ღია ფერის ბოტასი ან კედი.
ფოტო: pinterest