აუნაზღაურებელი, უვადო გამოსაცდელი ვადა ანუ ,,მარადმწვანე სტაჟირება’’

დასაქმება

გინდა ,,წერო’’?- უნდა წერო. ეს ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვებია, თუმცა მათ საპირისპიროდ, არსებობს ბევრი ისეთი კითხვა, რომელთაც ასე ზუსტი და ლაკონიური პასუხები არ მოეძებნებათ.

როდის მოგვარდება საქართველოში სტაჟირებასთან დაკავშირებული პრობლემები?- ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.

77e3798bb9782084333898c5f75d9aab_XL-660x375

„…არც სხვა ექსპედიციებში მუშაობის გამოცდილება მქონდა. ალბათ, ასე ემართება ბევრ ახალგაზრდას, რომელიც სამუშაოზე პირველად ეწყობა. კითხვაზე- „ყოფილხართ თუ არა ადრე ასეთ სამუშაოზე?“ თქვენ უპასახუბთ- „არა“. ისინი გეუბნებიან- ,,ჩვენ გვჭირდება მხოლოდ გამოცდილი ხალხი“. თქვენც უკან ბრუნდებით და გრძნობთ, ვერასოდეს მოეწყობით სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე არ გიმუშავიათ“, – იხსენებს, როგორ ეძებდა სამუშაოს 1933 წელს თენსინგ ნორგეი (ევერესტის პირველი დამპყრობელი) .

მრავალი წლის გასვლის შემდეგ, ზემოთ აღნიშნული პრობლემა კვლავ აქტუალურია. 🙁  სტაჟი, ეს ის სიტყვაა, რომელსაც ბევრი ახალგაზდის ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ გამოცდილების მიღების მსურველებს ,,ბიუროკრატიული სენი’’ ემართებათ და ავიწყდებათ მთავარი, ის , რის გამოც სტაჟირება დაიწყეს. ეს ჩვენს რეალობაში არსებული მრავალი გარემოებითაა განპირობებული. მათ შორისაა ნეპოტიზმი-  გამოცდილების მიღების ერთ-ერთი მთავარი საშუალება, აუნაზღაურებელი, უვადო გამოსაცდელი ვადა, ანუ ,,მარადმწვანე სტაჟირება’’.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

რა განაპირობებს ამ პრობლემების წარმოშობას? რეგულირდება თუ არა სტაჟირება კანონით?– ამ კითხვების გაჩენა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ლოგიკურია.

471262

გამოსაცდელი ვადით მუშაობის დებულებები განხილულია საქართველოს შრომის კოდექსში. მუხლი მე-9 ,,გამოსაცდელი ვადა’’ :

1.,, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა’’

2.,,გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.’’

საჯარო სამსახურში სტაჟირებისა და გამოსაცდელი ვადით მუშაობის დებულებები კონკრეტულადაა გაწერილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის  18 ივნისის N410 დადგენილებაში ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ’’. სადაც ვკითხულობთ: ,,სტაჟირების ვადა განისაზღვრება  1თვიდან 6 თვემდე ვადით.’’

მართალია, შრომის კოდექსის  ვალდებულებები ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორებზე, თუმცა, საჯარო სექტორისაგან განსხვავებით, კერძო და სამოქალაქო სექტორში სტაჟირების გავლის შესახებ ერთიანი წესები არ არსებობს. ეს განაპირობებს იმას, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემები, ძირითადად, მასზე ვრცელდება.

იურისტი მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესებისა და ვალდებულებების შესრულებას კერძო სექტორს ვერ მოვთხოვთ.

a-stressed-business-woman-looks-tired-she-answer-telephones-in-her-office

პრობლება ისიცაა, რომ ხშირად შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებებიც იღვევა.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთა კანდელაკი 2 თვის განმავლობაში საცხობების ქსელ ,,ანტრეში’’ გამოსაცდელი ვადით მუშაობდა, თუმცა სამუშაო არ უნაზღაურდებოდა, ახლა უკვე შტატში ჩასვეს, მაგრამ 12 დღე კვლავ ანაზღაურების გარეშე უნდა იმუშაოს. შრომის კოდექსში კი წერია, რომ გამოსაცდელი ვადით მუშაობა უნდა ანაზღაურდეს.

მთვარობის N140 დადგენილებაში განსაზღვრულია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლა სურს. კერძო და სამოქლაქო სექტორში დასაქმების მთავარ იარაღს კი, როგორც გაირკვა, ნეპოტიზმი (მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება) წარმოადგენს.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი დევდარიანი იხსნებს, რომ პირველი სამსახურის დაწყებაში სწორედ ნაცნობობა დაეხმარა. ,,თუკი ახლობელს ისეთი პირი მიჰყავს სამსახურში, რომელიც პროფესიონალია და სამუშაოს თავს კარგად ართმევს, ეს ცუდი რატომაა, თუმცა ხშირად სხვაგვარდაც ხდება.’’-აღნიშნავს ის.

ზოგადად, ჩვენს რეალობაში გამოსაცდელი ვადა პირობითი ცნებაა, რადგან ხშირად გარკვეული არ არის პირი სამუშაოდ გამოსაცდელი ვადით აჰყავთ, თუ სტაჟირების გავლის მიზნით. ეს ტენდენცია ქართულ ტელევიზიებშიც იკვეთება, სადაც სტუდენტები დიდ ხნის განმავლობაში მოხალისეებად მუშაობენ და შტატში ჩასმას  ელოდებიან.

ხანგრძლივი სტაჟირება უცხო არ არის ნინო ჩუბინიძისათვის.  უკვე მეორე წელია ტელეკომპანია ,,იმედის’’ სტაჟიორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობს და ამბობს, რომ გაგრძელებას აპირებს, რადგან მაინც აქვს შტატში ჩასმის იმედი. თანაც, გამოცდილებას იღებს,  ცნობილი ჟურნალისტების გვერდით მუშოაბს.

ანი

ხშირად ისეც ხდება, რომ არასამთავრობო სექტორში სტუდენტებს, გარკვეული ვადით მუშაობის შემდეგ, სტაჟირების დამადასტურებელ სერთიფიკატს აძლევენ. მათ რიცხვს ვებ-ჟურნალი ,,თავისუფალი ასოციაციაც’’ განეკუთვნება. მისი რედაქტორი ეკა მიმინოშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი სტუდენტების მიერ გაწეული სამუშაოს ასანაზღაურებლად, თუმცა სტაჟირებას ბევრი დადებითი მხარე აქვს:

,, როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების, თან ახალგაზრდულის, საქმიანობა, ძირითადად, მოხალისეობას ეფუძნება. გარდა ამისა, ჩვენს ვებ-ჟურნალში სტაჟიორებს დილიდან საღამომდე მუშაობა არ უწევთ. ახალგაზრდები, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან, ვფიქრობ, პროფესიულადაც იზრდებიან.  ასევე, განთავსებული მასალები ძალიან ბევრს ადგება სტიპენდიებზე განაცხადის შეტანის დროს.’

აღნიშნული მაგალითები ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში სტაჟირება  პრობლემას წარმოადგენს.  თუ გავივალისწინებთ იმასაც, რომ დამსაქმებლების ძირითადი მოთხოვნა სწორედ გამოცდილებაა, პრობლემა უფრო მასშტაბური გახდება.

ნეპოტიზმი ბარიერს  მათთვისაც კი წარმოადგენს, ვინც მისი მეშვეობით სტაჟიორის სტატუსი მიიღო. ამა თუ იმ ორგზანიზაციაში დასასაქმებლად მხოლოდ ეს არაა საკმარისი. სტუდენტები ამბობენ, რომ ამისთვის კიდევ უფრო გავლენიანი ნაცნობია საჭირო. ცალკე საკითხია ამ გზით დასაქმებულთა კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი.

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები