კონკურსი სტუდენტებისთვის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე

კონკურსები

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე სტუდენტების მიერ შექმნილი საუკეთესო ანალიტიკური ნაშრომის გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები ფონდში უნდა წარადგინონ (ელ-ფოსტა: [email protected]) არაუგვიანეს 2014 წლის 15 დეკემბრისა(ჩათვლით). ნაშრომს უნდა დაერთოს სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება.

სავალდებულოა, რომ დოკუმენტი მომზადდეს ქართულ ენაზე, შედგებოდეს არაუმეტეს 4000 სიტყვისაგან, შენიშვნებისა და კომენტარების (footnotes) ჩათვლით. ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ თავებს: რეზიუმე, პრობლემის დასმა (აღწერა), მიზანი, გამოყენებული მეთოდები, ანალიტიკური ნაწილი, დასკვნა, დანართი (გამოყენებული ლიტერატურის სია).

სტუდენტის მიერ გამოგზავნილ ელ-ფოსტაში უნდა იყოს ერთი PDF დოკუმენტი, სადაც იქნება პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება და საკონკურსო ნაშრომი.

ანალიტიკური ნაშრომის შეფასება:

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია:

საკითხის აქტუალობა,
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი,
ნაშრომის გამართული სტრუქტურა,
გამოყენებული მეთოდებისა და ლიტერატურის ხარისხი,
ნაშრომში მოყვანილი არგუმენტების ვალიდურობა,
აკადემიურად წერის კულტურა,
ნაშრომის გაფორმება.

პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, სტუდენტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან და ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ფონდის მიერ ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებში.

ნაშრომებს განიხილავს ლევან მიქელაძის ფონდთან არსებული საკონკურსო კომისია.

დაჯილდოება:

კონკურსი მოწოდებულია, რომ გამოავლინოს 3 გამარჯვებული. საუკეთესო ნაშრომის (პირველი პრემია) ავტორს გადაეცემა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარი. კონკურსში ორ სხვა გამარჯვებულს (მეორე და მესამე ადგილი) – სიგელები და თითოეულს 300 და 200 ლარი შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები ვერ დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს, ფონდი იტოვებს უფლებას, არ გასცეს რომელიმე ხარისხის ჯილდო.

კონკურსში გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ა.წ. დეკემბრის ბოლოს.

აღნიშნული ღონისძიება გაშუქდება მედიის საშუალებით. პრემირებული ნაშრომები განთავსდება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 432360
ელ-ფოსტა: [email protected]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები