ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს და დღეისათვის თბილისსა და რუსთავში 17 აფთიაქს აერთიანებს.
ჩვენი მიზანია პროფესიონალი კადრით კომპანიის უწყვეტ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა.
ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული, ორგანიზებული;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია.
კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.