საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია აცხადებს სტატიების კონკურსს სტუდენტებს შორის თემაზე: „აღმოაჩინე შენი მართლმსაჯულების ისტორია“.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების ინსტიტუტის ისტორიის პოპულარიზაციას.
ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას და უნდა იყოს შესრულებული ქართულ ენაზე. სავალდებულოა აკადემიური წერის ძირითადი პრინციპების დაცვა და გამოყენებული მასალის მითითება სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის სახით. პლაგიატიზმის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
წარმოდგენილ მასალებს შეაფასებს საკონკურსო კომისია. საპრიზო ადგილის მფლობელი ნაშრომი (ნაშრომები) გამოქვეყნდება ჟურნალში „მართლმსაჯულება და კანონი“, განთავსდება სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, გათვალისწინებულია ფასიანი საჩუქრები.
მონაწილეებმა სტატიები უნდა გაგზავნონ 22 ნოემბრამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]
კონკურსი ტარდება საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მართლმსაჯულების გაძლიერება“ ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციას:
ძმები ზუბალაშვილების ქ. 32
ტელ.: +995 322923490