კვლევითი პრაქტიკა სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

დასაქმება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კვლევით პრაქტიკას (სტაჟირებას) სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. პროექტი ხორციელდება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით და ითვალისწინებს სტუდენტებისთვის აკადემიური კრედიტების მინიჭებას კვლევითი პრაქტიკის (სტაჟირების) წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

კვლევითი პრაქტიკის (სტაჟირების) ხანგრძლივობაა 4 თვე. კვლევითი პრაქტიკის (სტაჟირების) ფარგლებში სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართულნი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2.

პრაქტიკანტის ძირითადი მოვალეობები:

შედარებით-სამართლებრივი კვლევის ჩატარება;
საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვის მომზადება;
თარგმანი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პარტნიორი უნივერსიტეტების სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები IV კურსიდან;
ინგლისური ენის ფლობა.

პარტნიორი უნივერსიტეტები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
თავისუფალი უნივერსიტეტი.

პროგრამაში მონაწილე წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს; ასევე, ყველაზე წარმატებული სტუდენტი წახალისდება.

გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2014 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები