ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი სახელწოდებით: „ქართული კალიგრაფია“ უკვე გამოაცხადა.
შესარჩევი ტური 28 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.
პროექტის მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსი ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში:
– საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეები;
– საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები;
– უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
– სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
– საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.