ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები

გაცვლითი პროგრამები

ზაარბრიუკენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია) 2015 წლის საზაფხულო სემესტრისათვის გაცვლით პროგრამებს აცხადებს.

1. გაცვლითი პროგრამა საზაფხულო სემესტრისთვის

საზაფხულო სემესტრი 2015 წლის 30 მარტიდან დაიწყება გერმანული ენის ინტენსიური კურსით და 20 აპრილიდან ლექციებით გაგრძელდება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30.11.14.

სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ლინკზე.

2. საზაფხულო გაცვლითი პროგრამები ინგლისურ ენაზე (Business School, School of Engineering)

პროგრამის ხანგრძლივობა 2015 წლის 23 ივნისიდან 10 ივლისამდეა.
საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31.03.2015.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ლინკზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ანდრეა როთი (Andrea ROTH, M.A.)
საერთაშორისო სტუდენტთა მრჩეველი
ელ.ფოსტა: andrea.roth@htw-saarland.de

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები