წარმატებული სტუდენტის “პატარა საიდუმლო”

სასარგებლო რჩევები

როგორ გავხდეთ კიდევ უფრო წარმატებულები? როგორ ვისწავლოთ კარგად? როგორ ვისწავლოთ მარტივად? ნაკლები ვინერვიულოთ მოახლოებული გამოცდის წინ? თავზე არ გვეყაროს უამრავი წიგნი და დაბნეულებმა არ ვეძებოთ, რომლიდან რა ამოვიკითხოთ?

წარმატებული სტუდენტი აკეთებს სწორ კონსპექტს ლექციის დროს!

როგორც წესი ლექციის ჩვენ ვაკეთებთ ჩანაწერებს, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ეს ჩანაწერები ისე ვერ გვეხმარება, როგორც გვინდა 🙁  რატომ ხდება ასე? რადგანაც თავის დროზე არ გავაკეთეთ სწორი კონსპექტი, გავიდა დრო და ახლა ის ვეღარ გვაწვდის საჭირო ინფორმაციას.

აუცილებელია იცოდეთ კონსპექტის წერა (და კითხვა!) ისე, რომ ერთი წლის შემდეგაც კი მისი საშუალებით შეძლოთ ლექციის აღდგენა.

ეს არც თუ ისე მარტივია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ ერთი შეხედვით. არ არის საკმარისი იცოდეთ სწრაფი წერა. საჭიროა ყურადღებით მოუსმინოთ ლექტორს, გაიაზროთ ნათქვამი და კონსპექტში დააფიქსიროთ ყველაზე მთავარი- თეზისები. ლექციის დროს შეაჩერეთ თქვენი ყურადღება ლექციის საგანზე და დაიჭირეთ მასალის გადმოცემის ლოგიკა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

რისი ჩაწერაა აუცილებელი?

  1. ლექციის თარიღი და თემა, ძირითადი საკითხები (შესაძლებელია ადგილი დატოვოთ დასაწყისში, იმ შემთხვევისთვის თუ ლექტორი არ ჩამოთვლის მათ ლექციის დაწყებისას. ამას გააკეთებთ თქვენ დამოუკიდებლად ლექციის შეჯამების დროს.)
  2. ტერმინები და განსაზღვრებები, მნიშვნელოვანი თარიღები, მაგალითები-ილუსტრაციები;
  3. თეზისები-ლექტორის მიერ გაკეთებული ძირითადი დასკვნები, მათ მარტივად შეიცნობთ იმის მიხედვით როგორ გამოყოფს მათ ლექტორი თხრობისას: ხმით ან დაფაზე დაწერით და სხვ. სასარგებლოა ჩაიწეროთ ისინი საკუთარი ფორმულირებით;
  4. გამოყოთ ის , რაც დარჩა თქვენთვის გაუგებარი და იწვევს მრავალ კითხვას.

იმისათვის, რომ კონსპექტირება იყოს მოსახერხებელი, იქონიეთ სქელი რვეული.  მარჯვენა ფურცლებზე ჩაიწერეთ ლექცია, მარცხენა კი დატოვეთ თქვენი შენიშვნებისთვის. თეზისები უმჯობესია დანომროთ ან გამოყოთ ხაზგასმით.  შემდგომში მარტივად გაგების მიზნის საუკეთესოა სურათები, სქემები, დიაგრამები, ცხრილები. მაგრამ მათ არ უნდა წაგართვან დიდი დრო, თუ დაკავდით მხატვრობით, თქვენ დაკარგავთ კონცენტრაციას ლექციის აზრობრივ მსვლელობაზე.

ლექციის დროს აუცილებელია ჩაინიშნოთ მხოლოდ მთავარი და ის საკითხვები, რომელბიც იწვევს თქვენში კითხვებს, რადგან  შემდგომში მიუბრუნდეთ მათ და გაერკვეთ დამოუკიდებლად.

შენიშვნების გვერდიც აუცილებლად გამოგადგებათ, როდესაც დაიწყებთ კონსპექტის შესწავლას გამოცდებისთვის მზადების დროს.

კიდევ ერთი სასარგებლო ჩვევა- შემოიღეთ საკუთარი ნიშნები, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოველთაოდ მიღებული, მაგალითად : > მეტი;  < ნაკლები;  ! – მნიშვნელოვანი;  ?-  საეჭვო…

წერეთ მარტივი, მოკლე წინადადებები. შეგიძლიათ შეამოკლოთ სიტყვები, მაგრამ ისე გააკეთეთ ეს, რომ შემდგომში თავად გაარჩიოთ რა დაწერეთ 😉

შეგიძლიათ დღესვე დარწმუნდეთ ამ რჩევების ქმედითობაში, ნუ დაელოდებით პირველი ლექციას: დააკონსპექტეთ მაგალითად სატელევიზო შემეცნებითი გადაცემა. ასეთი პრაქტიკა დაგეხმარებთ დღესვე დაიწყოთ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ყველაფერი მარტივი გენიალურია 🙂  მას ჭირდება ცოდნა და შესრულება.  საკმარისია ისწავლოთ სწორი კონსპექტის გაკეთება და თქვენი სტუდენტური ცხოვრება გახდება ბევრად წარმატებული და მშვიდი 🙂

გისურვებთ წარმატებებს!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები