სტაჟირების პროგრამა ამერიკაში საქართველოს 25-35 წლის მოქალაქეებისთვის

გაცვლითი პროგრამები

ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ხუთკვირიან სტაჟირების პროგრამას აშშ-ში.

პროგრამის მიზანია მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის, ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

პროფესიული პრაქტიკის პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 25-დან 35 წლამდე საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე (25-35 წლის)
  • აქვს ბაკალავრის ხარისხი
  • კარგად ფლობს ინგლისურ ენას. აქვს TOEFL-ში 500 ქულაზე მეტი, CBT-ში 173 ქულაზე მეტი,  IBT-ში 61 ქულაზე მეტი ან  IELTS-ში 6 ქულაზე მეტი. თუ აპლიკანტს არცერთი გამოცდა არ აქვს ჩაბარებული და ნახევარფინალისტებში მოხვდება, ამერიკის საელჩო თავად ჩაუტარებს მას TOEFL-ის გამოცდას
  • აქვს გამოცდილება და ცოდნა საკანონმდებლო სექტორში
  • აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება
  • აქვს ლიდერის უნარ-ჩვევები

 

პროგრამაში შემოდგომაზე მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2014 წლის 1 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე ან დაუკავშირდით ამერიკის საბჭოს წარმომადგენლობას საქართველოში:

American Councils for International Education in Georgia
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 35 ა. 0162
ტელ.: (995 32) 229-21-06, 229-132-72, 2291-32-52
E-mail: [email protected]
Web site: professionalfellows.americancouncils.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები